6 ერი

20:01 | 17.02.2016 | ნანახია 1766 - ჯერ

განხეთქილება უელსის ნაკრებში

უელსის ეროვნული ნაკრების მორაგბეებს - მეთიუ მორგანსა და გერეთ ენსქომბს შორის დაძაბულობამ დაისადგურა. მეთიუს უფროსმა ძმამ Twitter-ზე ენსქომბს „კეპების ქურდი“ უწოდა და დაწერა, რომ ამ უკანასკნელის გუნდში ყოლა უბრალოდ ფულის ფლანგვაა.

ტომ მორგანი (მეთიუს ძმა): „ენსქომბი ვერასდროს შეედრება ჩემს ძმას. უბრალოდ შეხედეთ გერეთის თამაშის სტილს, ის თითქოს ტალახშია ჩაფლული და ავიამექანიკოსის ჩექმები აცვია. ის „კეპების ქურდია“ და მოედანზე უელსის წამყვანი მორაგბეების ადგილს იკავებს. არ მესმის, როგორ ფლანგავენ მისთვის ამდენ ფულს“.

უელსს ნამდვილად არ აძლევს ხელს გუნდში განხეთქილება, მით უმეტეს, რომ საკმაოდ რთული და დაძაბული ბრძოლა ელის „ლე ბლუსსთან“. პირადი პრობლემები „დრაკონებმა“ მოედნის გარეთ უნდა დატოვონ და იფიქრონ მხოლოდ საკუთარ ნაკრებზე, რომელიც მორიგ მატჩს 26 თებერვალს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08183