დადგინდა ევროპის “ერთა თასზე” საქართველოს ეროვნული ნაკრების საშინაო შეხვედრების ბილეთების ფასები. საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, ბელგიის, რუსეთის და რუმინეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის ბილეთების ფასი, ფაქტობრივად, იდენტური იქნება.
1 თებერვალი. 15:00
საქართველო – ბელგია, ავჭალის სარაგბო სტადიონი, ბილეთის ფასი: 3 ლარი
22 თებერვალი. 17:00
საქართველო – რუსეთი, დინამო არენა, ბილეთის ფასი: 3 და 5 ლარი
15 მარტი. 17:00
საქართველო – რუმინეთი, მ. მესხის სტადიონი, ბილეთის ფასი: 3 და 5 ლარი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია