ფრანგი მორაგბეები უელსის ნაკრების მგეზავ დენ ბიგარს პირდებიან, რომ ექვსი ერის მომავალ მატჩში ყველა იერიში მისკენ იქნება მიმართულება და კარგი დღე არ დაადგება.
26 წლის მორაგბის ნაცვლად, პასუხი მისმა მწვრთნელმა - უორენ გეთლანდმა გასცა და განაცხადა, რომ ნამატჩევს ფრანგები თავიანთ მუქარას კომპლიმენტებით შეცვლიან.
უორენ გეთლანდი: “რთულია, როდესაც გესმის, როგორ ემუქრებიან შენს მორაგბეებს, მაგრამ ამას გვერდს ვერ ავუვლით. მთავარი ისაა, რომ დენ ბიგარმა უკვე მოიშუშა დაზიანებები და ახლა მზადაა მეტოქესპირისპირ შეხვდეს. თუ მეტოქის მთავარ სამიზნეს დენი წარმოადგენს, ეს პრობლემა არაა. ის საკმაოდ დიდი და ძლიერია იმისათვის, რომ ფრანგებს გაუმკლავდეს. ასე, რომ ნამატჩევს ,,ლე ბლუსს’’ მუქარის კომპლიმენტებით შეცვალა მოუწევს. ეს ჩემს შეგირდს ნამდვილად ესიამოვნება”.
საფრანგეთს 3 მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს - ლუი პიკამოლი, გაელ ფიკუ და ედი ბენ არუ ტრავმების გამო უელსის წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებენ. თუ ვინ ჩაანაცვლებს მათ, ჯერჯერობით უცნობია. „დრაკონებისა“ და ფრანგების შეხვედრა 26 თებერვალს, კარდიფში გაიმართება.
ელენე ლომსაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერ რა შესავალი აქვს ჯარიმას რომ ურტყამს სასწაულიაDDDDDDD
მაგარი ჯარიმისტია მევასება ეს ბიჭი
ბიგარი საკადრის პასუხს გაცემს თამაშის დროს.