ევროპის რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპი ქართველი ლეგიონერების სამი გუნდიდან ორმა წარმატებით დაძლია და 3-6 აპრილს მეოთხედფინალში ითამაშებენ.
მესამე ჯგუფში გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივმა” დიდი სირთულეების გარეშე იტალიური “კალვიზანო” 31:9 დაამარცხა და ინგლისური “ნიუკასლისთვის” მიუწვდომელი გახდა. 4 ათასმა მაყურებელმა საყვრელი გუნდის ხუთი ლელო იხილა. აქედან სამი ფრანგებმა პირველ ტაიმში გაიტანეს, რაზეც სტუმრებმა სამი ჯარიმით უპასუხეს - 17:9.
ანგარიშში ისეთი სხვაობა არ იყო, რომ მატჩის ინტრიგა ვადაზე ადრე დასრულებულიყო, მაგრამ მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში ფრანგებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და 31:9 დაწინაურდნენ. “ბრივმა” მოგებასთან ერთად პრემიალური ქულაც გაინაღდა, რამაც შესაძლოა, მათ ერთმატჩიან პლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობა მისცეს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შველიძე იყო და შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა.
ჯგუფის მეორე მატჩმა აზრი დაკარგა, მაგრამ “ნიუკასლმა” ოთარ ტურაშვილის “ბუქარესტი” 28:0 მაინც დაამარცხა. ინგლისელებმა სამი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს, მაგრამ ეს არც არაფერს ცვლიდა. ქართველი პირველხაზელი, რომელსაც რუმინეთის მოქალაქეობა აქვს, განაცხადში არ იყო.
მეხუთე ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” “ლონდ აირიშს” ურთიერთშეხვედრებში რომ სჯობდა პორტუგალიაში, “ლუზიტანუშთან” მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებდა. როგორც ჩანს, პარიზელები იოლი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ, სათანადო განწყობა ვერ შეიქმნეს და პირველი ლელო 34-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ მალევე ლელო თავადაც გაუშვეს და 350 ადგილობრივი მაყურებლის გასახარად, ტაიმი 10:10 დასრულდა.
მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა “სტად ფრანსე” გამოვიდა და მეორე წუთზევე ლელოთი დაწინაურდა. ოთხ წუთში სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა პირველმა ნომერმა ჟვანიამ იყოჩაღა და ლელო გაიტანა, რის შემდეგად სტუმრები 20:10 დაწინაურდნენ. 22 წლის ჟვანია “სტად ფრანსეში” მესამე სეზონს ატარებს და ეს მისი პირველი ლელოა ფრანგული კლუბის მაისურით. მწვრთნელმა ფოთელი პირველხაზელი ლელოს გატანის შემდეგ, 47-ე წუთზე შეცვალა. 54-ე წუთზე სტუმრებმა მეოთხე, საჯარიმო ლელო მიითვალეს, რითაც პრემიალური ქულა ჩაიწერეს და 27:10 დაწინაურებით პრაქტიკულად მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ამის შემდეგ მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში მობურთალი ქუბრიაშვილიც შეცვალა. დარჩენილ დროში “სტად ფრანსემ” კიდევ სამი ლელო გაიტანა, ერთი გაუშვა და ჯამში 48:15 იმარჯვა.
მეორე ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ ჰქონდა, ინგლისში “ბათთან” 13:54 შერცხვა. ახალგაზრდა ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო. “ამლინ ჩელენჯ ქაფის” მეოთხედფინალები 3-6 აპრილს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის ხუთ გამარჯვებულს, “ჰაინეკენის თასის” სამი მეორეადგილოსანი დაემატება (მესამე-მეხუთე გუნდები მეორეადგილოსნებში) და პლეი ოფის პირველი ეტაპის წყვილებიც ამის შემდეგ შედგება.
ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები. ჯგუფური ეტაპი. VI ტური
I ჯგუფი
ვორსტერი (ინგლისი) - ოინაქსი (საფრანგეთი) 20:13
ბიარიცი (საფრანგეთი) - სეილი (ინგლისი) 7:9
1 | სეილ შარქსი |
6 | 5 | 0 | 1 | 155-65 | 23 |
2 | ბიარიცი |
6 | 3 | 0 | 3 | 119-116 | 16 |
3 | ოინაქსი |
6 | 2 | 1 | 3 | 86-142 | 12 |
4 | ვორსტერი |
6 | 1 | 1 | 4 | 87-124 | 4 |
II ჯგუფი
ბათი (ინგლისი) - ბორდო (საფრანგეთი) 54:13
მოლიანო (იტალია) - ნიუპორტი (უელსი) 12:24
1 | ბათი |
6 | 6 | 0 | 0 | 243-50 | 28 |
2 | ნიუპორტი |
6 | 3 | 0 | 3 | 150-132 | 14 |
3 | ბორდო |
6 | 3 | 0 | 3 | 171-149 | 14 |
4 | მოლიანო |
6 | 0 | 0 | 6 | 55-288 | 0 |
III ჯგუფი
ბრივი (საფრანგეთი) - კალვიზანო (იტალია) 31:9
ნიუკასლი (ინგლისი) - ბუქარესტი (რუმინეთი) 28:0
1 | ბრივი |
6 | 5 | 1 | 0 | 121-74 | 23 |
2 | ნიუკასლი |
6 | 4 | 0 | 2 | 126-69 | 19 |
3 | ბუქარესტი | 6 | 2 | 0 | 4 | 94-105 | 10 |
4 | კალვიზანო |
6 | 0 | 1 | 5 | 80-173 | 2 |
IV ჯგუფი
გრენობლი (საფრანგეთი) - ბაიონი (საფრანგეთი) 34:16
19 იანვარი
უოსპსი (ინგლისი) - ვიადანა (იტალია)
1 | უოსპსი |
5 | 5 | 0 | 0 | 221-59 | 22 |
2 | ბაიონი |
6 | 3 | 0 | 3 | 219-118 | 15 |
3 | გრენობლი |
6 | 2 | 1 | 3 | 118-158 | 12 |
4 | ვიადანა |
5 | 0 | 1 | 4 | 69-292 | 2 |
V ჯგუფი
ლუზიტანუში (პორტუგალია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 15:48
კავალიერი (იტალია) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 0:49
1 | სტად ფრანსე |
6 | 5 | 0 | 1 | 202-75 | 24 |
2 | ლონდონ აირიში |
6 | 5 | 0 | 1 | 293-65 | 24 |
3 | კავალიერ პრატო |
6 | 2 | 0 | 4 | 100-198 | 11 |
4 | ლუზიტანუში XV |
6 | 0 | 0 | 6 | 68-325 | 0 |
მეოთხედფინალები. 3-6 აპრილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია