საფრანგეთი ტოპ-14

16:15 | 17.02.2016 | ნანახია 1111 - ჯერ

„ტულონი“ გორგოძეს ერთი წლით გაიხანგრძლივებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, „ტულონთან“ მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს და ჩემპიონთა თასის მფლობელის რიგებში 2018 წლის ივნისამდე დარჩება.

მას შემდეგ, რაც 2015 წლის დეკემბერში 31 წლის უნივერსალი მესამეხაზელით (მეორე ხაზშიც შეუძლია თამაში) გაძლიერების სურვილი ტოპ 14-ის ლიდერმა, პარიზულმა „რასინგმა“ გამოთქვა, ტულონელთა უფროსობა დაფაცურდა და ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება წამოიწყო. Lequipe-ს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მამუკა მომავალ სეზონშიც „ტულონის“ მოთამაშე იქნება და უახლოეს პერიოდში მოქმედი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე საკუთარ ხელმოწერას დასვამს.

გორგოძე საფრანგეთში 2005 წლიდან თამაშობს და „მონპელიეში“ გატარებული 9 სეზონის შემდეგ, 2014 წლიდან „ტულონს“ შეუერთდა. საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 65 მატჩში მის ანგარიშზე 26 ლელოა (24+2 საჯარიმო) და ის მოცემულ მომენტში „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში საუკეთესო მელელოვეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
2.002984