ჭაბუკთა "ა"

14:33 | 17.02.2016 | ნანახია 1577 - ჯერ

ჭაბუკთა „ა“ ლიგაში სამით მეტი

რაგბი მსოფლიოსა და საქართველოში სპორტის მზარდი სახეობა რომაა, წლიდან წლამდე მასში ჩართული ადამიანებისა და შესაბამისად, კლუბების რაოდენობა იზრდება. შედეგად, 2016 წლის საქართველოს ჭაბუკთა „ა“ ლიგის (1998-1999 წლებში დაბადებულები) მონაწილე გუნდების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით სამით გაიზარდა და წელს ჩემპიონატში 23 გუნდი ჩაებმება.

ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე გუნდები სამ ექვსგუნდა და ერთ ხუთგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ და 1 მარტიდან 6 აპრილამდე ერთ წრედ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფში ქუთაისის „აია 1“, „ყოჩები“, „ჯიქი“, საჩხერის „ჯრუჭი“ და „აკადემია“ მოხვდნენ; „ბ“ ჯგუფი „ლელომ“, ქუთაისის „აია 2“-მა, „წიქარამ“, ვანის „არგომ“, ქუთაისის „ბაგრატმა“ და „თიბისიმ“ დააკომპლექტეს; „გ“ ჯგუფი „არმიამ“, „ლოკომოტივმა“, „ხულიგანამ“, პატარძეულის „ვეფხვებმა“, ხაშურის „ლეგიონმა“ და თელავის „კახეთმა“ შეადგინეს; ხოლო „დ“ ჯგუფში რუსთავის „ხარები“, კიკეთის „იუნკერები-ჩოხოსნები“, ქობულეთის „პონტო“, „ბათუმი“, ოზურგეთის „არწივები“ და წყალტუბოს „დინოზავრები“ გაერთიანდნენ.

თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო (ჯამში 8 გუნდი) მეორე ეტაპზე ორ წრედ ითამაშებს, ხოლო დანარჩენი 15 სანუგეშო ტურნირში ჩაერთვება (ერთ წრედ). მოწინავე ოთხი გუნდი დასკვნით, მესამე ეტაპზე, ნახევარფინალებსა და ფინალში ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ. 2015 წლის ჭაბუკთა „ა“ ლიგის ფინალში ქუთაისის „აია 1“-მა „ლელო“ 37:13 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, ხოლო „არმიამ“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:04 | 18.02.2016
lukaferrari (24)

გუნდების რაოდენობის მატება ქართული რაგბის წინ სვლისთვის ერთ-ერთი საჭირო კომპონენტია.

0.075814