ამბები

12:09 | 1.02.2014 | ნანახია 4116 - ჯერ

“ავჭალაზე” თამაში იქნება

მიუხედავად თბილისში მოსული უხვი ნალექისა, 2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და ბელგიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის, დღეს, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე დათქმულ დროს, 15:00 საათზე დაიწყება.

სტადიონის პერსონალმა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა მთელი ღამე იმუშავეს, რათა მოედანი თოვლისგან გაეწმინდათ და თამაში აუცილებლად შედგება. იმედია, დამძიმებული მოედნის ფონზე, როგორც ჩვენი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის მორაგბეები ტრავმებს თავიდან აიცილებენ, დაახლოებით ორი საათის შემდეგ კი, ტაბლოზე ჩვენთვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდება და “ბორჯღალოსნები” ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალურ ქულასაც ჩაიწერენ.

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. პირველი ტური

1 თებერვალი. შაბათი

თბილისი. “ავჭალა”. 15 საათი

საქართველო - ბელგია

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ვიტო კოლელიშვილი; 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი ( ახალი ზელანდია)

ბელგია: 15. სილვენ რუს, 14. თორნიკე მეგრელიძე, 13. გიომ ბრებან, 12. გიომ პირონ, 11. მარკ ჩონგე, 10. კისტოფერ ბრაუნ, 9. ჰენდრიკ ბროუვერსი; 1. ჟიულიან მასიმი, 2. თომას დინსტ, 3. მაქსიმ ჟადო, 4. სირილ ნანა, 5. პიერ ჰენდრიკს, 6. ჟიულიან მორელი, 7. მიქაელ დე’მოლდერ (კაპ.), 8. დენის ეპე.

სათადარიგოები: 16. ბასტიან ფერმიულენ, 17. ალენ მირიალაკის, 18. ანდრე კუემუ, 19. ბრიოკ ფრატერ, 20. კორანტენ ლე’კლუ, 21. სიმონ მაროტ, 22. ფლორან დებატი, 23. ალან ვილიამს.

მთავარი მწვრთნელი: რიშარ მაკ’ქლინთოქი

რეფერი: ვლად იორდაკესკუ (რუმინეთი)

კიდეებზე: რადუ პეტრესკუ, იონუც ბოდეა

 

რუმინეთი - პორტუგალია

ესპანეთი - რუსეთი

 

საქართველო                                 5            4            1            0            135-61            19           
რუმინეთი 5 4 1 0 114-65 19
რუსეთი 5 3 0 2 110-116 14
პორტუგალია 5 1 1 3 75-96 7
ბელგია 5 0 1 4 92-131 5
ესპანეთი 5 0 2 3 72-129 5

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085472