ამბები

15:55 | 1.02.2014 | ნანახია 2436 - ჯერ

საქართველო-ბელგია: პირველი ტაიმი 25:0

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2014 წლის ერთა თასის შეხვედრაში ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ამარცხებს. თბილისში, ავჭალის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 25:0 მოიგეს. ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმა შესვენებამდე 4 ლელო გაიტანეს: თითო ლელო კოტე მიქაუთაძემ და მერაბ შარიქაძემ ჩაიწერეს საკუთარ ანგარიშზე, ორჯერ კი მერაბ კვირიკაშვილმა დაამწუხრა სტუმრები. ამასთან, კვირიკაშვილმა ოთხიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმის მიწურულს ჯარიმა შეასრულა ზუსტად.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069872