საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წელი წარმატებით დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ დღეს, თბილისში, ავჭალის სტადიონზე ბელგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს და 35:0 დაამარცხეს.
2014 წლის ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი შეხვედრა ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა - „ბორჯღალოსნებმა“ ბელგიელებს 6 ლელო გაუტანეს, საკუთარ აქტივს პრემიალური ქულაც შემატეს და სატურნირო ცხრილს 24 ქულით ლიდერობენ. თითო ლელო კოტე მიქაუთაძემ, მერაბ შარიქაძემ, ირაკლი მაჩხანელმა და გიორგი ჩხაიძემ ჩაიწერეს საკუთარ ანგარიშზე, ორჯერ კი მერაბ კვირიკაშვილმა დაამწუხრა სტუმრები. ამასთან, კვირიკაშვილმა ერთი ზუსტი გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა.
მატჩის ვრცელ მიმოხილვას და ფოტორეპორტაჟს worldsport.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია