ზე-18

12:09 | 17.02.2016 | ნანახია 936 - ჯერ

ლემბის 12 კვირა

სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და „შარქსის“ მგეზავი, რომელსაც შუამარბად და ფულბეკადაც შეუძლია თამაში და გუნდის მთავარი დამრტყმელია, ტრავმის გამო ნავარაუდევზე ორჯერ მეტ დროს დაისვენებს.

25 წლის მორაგბემ წინასასეზონო მზადების პერიოდში „ტულონთან“ გამართული ამხანაგური მატჩისას მარჯვენა მხარი ამოიგდო და როგორც გაირკვა, სუპერ რაგბის მომავალ სეზონში, რომელიც 27 თებერვალს აიღებს სტარტს თვენახევრის ნაცვლად 12 კვირას გამოტოვებს.

„ზვიგენებისთვის“ ახალი სეზონის წინ ეს ერთადერთი დანაკლისი როდია: კაპიტნის გარდა ტერფის ტრავმის გამო ექვსიდან რვა კვირამდე გაუცდება ჟაკ პოტგიტერს; რუან ბოთამ ოპერაცია გაიკეთა და მის რეაბილიტაციას 12 კვირა დაჭირდება; გაიან მტიანდამ ცხვირი გაიტეხა და სამი კვირა ვერ ითამაშებს; რენალდო ბოთმას ცხვირის სკანირება ჩაუტარდება და მისი დაბრუნების ვადები ამის შემდეგ გახდება ცნობილი; ფრანსუა კლეინჰენსს ბიცეფსი აქვს გახეული და მის აღდგენას 12 კვირა ჭირდება.

„შარქსის“ რიგებში სასიამოვნო სიახლეებიცაა. ტრავმები მოიშუშეს და ვარჯიში განაახლეს სტეფან ლევისმა, ჟან დეისელმა, ტერა მტემბუმ და იან-კრისტიან რადებემ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081532