ამბები

10:30 | 8.02.2014 | ნანახია 4790 - ჯერ

ლისაბონში მძიმე ბრძოლის მოლოდინში

დღეს საღამოს, თბილისის დროით 19 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე პორტუგალიის ნაკრების წინაშე წარსდგება და 2015 წლის მსოფლიო თასისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ “ბორჯღალოსნები” ამ გუნდთან 2005 წლის შემდეგ აღარ დამარცხებულან, მილტონ ჰეიგის შეგირდებს დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდებათ. პორტუგალია განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე თამაშობს და ლისაბონში საქართველოს ნაკრებს მეტოქე 6-ზე მეტი ქულით არასრდოს დაუმარცხებია. ეს 2010 წელს მოხდა (16:10), პორტუგალიაში ბოლო სტუმრობისას კი, მეტოქემ ბოლო წამზე გასატანი ჯარიმა ვერ გამოიყენა და 12:13 დამარცხდა. სულ საქართველოს ნაკრები “ლობუშს” 17-ჯერ ეთამაშა, 11 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი, გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მეტოქის ძალის გათვალისწინებით, ამ ჯერზე პრემიალური ქულის მოპოვებაზე მეტად უბრალოდ გამარჯვების მიღწევაც დიდი საქმე იქნება, რაც საქართველოს ნაკრებს 2014 წლის ერთა თასზე და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება. ერთი კვირის წინ, “ბორჯღალოსნებმა” ბელგიას ექვსი ლელო გაუტანეს და 35:0 იმარჯვეს, პორტუგალია კი, ბუქარესტში რუმინეთთან 0:24 დამარცხდა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ შარშან “მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრებმა მეტოქის წინააღმდეგობა დასკვნით წუთებში გატეხა და 25:12 იმარჯვა.

მამუკა გორგოძის, დავით ზირაქაშვილის, ვასილ კაკოვინისა და დავით ქუბრიაშვილს შემდეგ, გუნდს ტრავმის გამო მერაბ შარიქაძეც გამოაკლდა. საქართველოს ნაკრები ლისაბონში ორშაბათს ჩავიდა, გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ ილია მაისურაძის განცხადებით კი, ყველა მორაგბე კარგ ფორმაშია:

“ცოტაოდენი პრობლემები ამინდის გამო შეგვექმნა. ორი დღის განმავლობაში ძლიერად წვიმდა და შესაბამისად მძიმე მოედანზე ვივარჯიშეთ. გუშინ და დღეს კი, სრულფასოვანი ვარჯიში გამოგვივიდა. რაც შეეხება მერაბ შარიქაძეს, მან ბელგიასთან მატჩისას ბარძაყის არეში მცირე დარტყმა მიიღო, რომელმაც თავი აქ, მძიმე მოედანზე ვარჯიშისას იჩინა. საშიში არაფერია, კუნთის მცირედი დაჭიმულობა აქვს. ამ მდგომარეობაში თამაში შესაძლებელია, მაგრამ ვინაიდან  წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს გასამართი რუსეთის, ესპანეთის და რუმინეთის ეროვნული ნაკრები გუნდების წინააღმდეგ, სამწვრთნელო შტაბმა არ გავრისკეთ და მას დასვენება ვურჩიეთ”.

ირაკლი მაჩხანელი (“ბორჯღალოსნების” კაპიტანი): “ხვალ ძალზედ რთული მატჩი გველის. პორტუგალიაში გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. რუმუნეთთან მშრალზე წაგების შემდეგ, პორტუგალიელები ჩვენთან, ერთა თასის ლიდერებთან ეცდებიან თავიანთი პრესტიჟის აღდგენას. გარდა ამისა, მასპინძლები ხასიათიანი ბიჭები არიან და ბოლომდე შეგვასკდებიან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ რომ ხვალინდელ შეხვედრაში ადვილი გასეირნება ნამდვილად არ მოგველის. გუნდის მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც ყოველთვის განწყობა საბრძოლოა და მოწინააღმდეგისათვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ”. 

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეორე ტური

8 თებერვალი. შაბათი

ლისაბონი. “ესტადიუ უნივერსიტარიუ”. 19 საათი

პორტუგალია - საქართველო 

პორტუგალია: 15. ანტონიუ აგილარი, 14. გონსალო ფორუ, 13. პედრუ ბეტანკური, 12. ჟოზე ლიმა, 11. კარლ მარი, 10. დიოგუ მირანდა, 9. ემანუელ რებელუ; 1. ჟორჟ სეგურადუ, 2. მაიკ ტაჯერი, 3. ბრუნუ ეუშა, 4. ერიკ დუშ’სანტუში, 5. გონსალუ უვა, 6. ორელიან ბეკუ, 7. ფერნანდუ ალმეიდა, 8. ვასკუ უვა.

სათადარიგოები: 16. ენტონი ალვეში, 17. ჟოაუ კურაია, 18. ბრუნუ მედეირუში, 19. რუი დ’ურაი, 20. კევინ და’კოშტა, 21. ლუიშ სალემა, 22. ფრანსიშკუ მეგელიანში, 23. ნუნუ პენია ი’კუშტა.

მწვრთნელი: ფრედერიკ სოუზა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 73 კეპი, 491 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 68, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 69, 65), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 72, 95), 11. გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 37, 30), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 27, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 18); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 15, 5), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 17, 5), 3. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 11, 15), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 16, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 58, 15), 6. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 25, 10), 7. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 71, 45), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 29, 25).

სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 20, 5), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 4), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 9), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 34, 35), 20. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 39, 5); 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 7), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 42, 105), 23. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 11, 15).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რეფერი: სედრიკ მარშა (საფრანგეთი)

კიდეებზე: ჟან-ლიუკ რებოლალი, ერიკ სულანი (ორივე საფრანგეთი)

 

რუსეთი - რუმინეთი

ესპანეთი - ბელგია

 

1      საქართველო                                                       6             5             1             0             170-61            24      
2 რუმინეთი 6 5 1 0 138-65 23
3 რუსეთი 6 4 0 2 138-141 18
4 პორტუგალია 6 1 1 4 75-120 7
5 ესპანეთი 6 0 2 4 97-157 6
6 ბელგია 6 0 1 5 92-166 5

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083103