ამბები

20:01 | 8.02.2014 | ნანახია 3124 - ჯერ

საქართველოს ნაკრები ლისაბონში პორტუგალიას ამარცხებს

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ლისაბონში მასპინძელ პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ 17:3 ამარცხებს.

ანგარიში დებიუტში ჯარიმით მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ მერე სათამაშო უპირატესობა ქართველთა მხარეს გადავიდა და მერაბ კვირიკაშვილმა ზედიზედ ოთხი ჯარიმა გაიტანა. “ბორჯღალოსნები” შერკინებაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, ზედ შესვენების წინ მეტოქემ ამ კომპონენტში კიდევ ერთხელ რომ დაარღვია თამაშის წესი, მათი ჩათვლის მოედნიდან სწრაფად გათამაშებული ბურთი თედო ზიბზიბაძემ მიიღო და ლელო გაიტანა.

კვირიკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი 17:3 დასრულდა. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081617