6 ერი

20:12 | 16.02.2016 | ნანახია 1012 - ჯერ

ირლანდია ლიდერებს კარგავს

შონ ობრაიენმა პარიზში საფრანგეთთან გამართულ მატჩში მუხლქვეშა მყესები დაიზიანა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს ექვსი ერის მესამე ტურში ინგლისთან გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მას ტრავმის გამო უელსის წინააღმდეგაც არ უთამაშია. მომავალ შეხვედრას გამოტოვებს დეივ ქერნიც, რომელმაც მხარი დაიზიანა. ეს უკვე მეოთხე ტრავმაა ირლანდიელთა ბანაკში, რომელთაც მანამდე ლუკ ფიტცჯერალდი და კიტ ირლსი დაკარგა.

„საფრანგეთთან გამართული მატჩიდან 48 საათში გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. მაიკ მაკარტის ტვინის შერყევა აქვს. ჩვენ არ ვაპირებთ გარისკვას და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციის შედეგად მივიღებთ. შონ ობრაიენმა მუხლქვეშა მყესები დაიზიანა და სამწუხაროდ, ის ინგლისთან დანამდვილებით ვერ დაგვეხმარება, მერე კი, ვნახოთ რა იქნება. ქერნის მხრისა და კისრის არეში ტკივილები ახლაც აწუხებს და დიდი ალბათობით, ინგლისთან ვერც ის ითამაშებს.

მხარი და კისერი აწუხებდა ჯონათან სექსტონსაც, მაგრამ 48 საათით შემდეგ ტკიველები გაუნელდა და იმედია, მომავალი მატჩისთვის მწყობრში იქნება. გაურკვეველია სიტუაცია ჯარედ პეინისთან დაკავშირებით. მან ტრავმის ფონზე ითამაშა და შეუდარებელი იყო, ეს კვირა დაისვენებს, მერე კი, მის მდგომარეობას დავაკვირდებით“ - ახსნა ტრავმირებულებთან დკავშირებული სიტუაციები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯო შმიდტმა.

ირლანდიის ნაკრები ექვსი ერის მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს, ინგლისთან სტუმრად გამართავს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081479