ამბები

19:10 | 17.02.2014 | ნანახია 4087 - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” გორგოძე და ზირაქაშვილი დაუბრუნდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, დღეს დილიდან 22 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

მილტონ ჰეიგის გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმამოშუშებული მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი, რომლებმაც პირველი ორი თამაში ტრავმების გამო გამოტოვეს. ამჯერად 27-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ანტონ ფეიქრიშვილი და შალვა სუთიაშვილი.

თამაში “დინამო არენაზე” 17 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია. ისინი უკვე იყიდება სტადიონის სალაროებში. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ოფიციალურად გაინაღდებს 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურს და დარჩენილ ორ მატჩში რუმინეთს პირველობას შეეცილება. 

 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მესამე ტური

22 თებერვალი

საქართველო - რუსეთი

რუმინეთი - ესპანეთი

ბელგია - პორტუგალია

 

1              საქართველო            7          6         1         0         204-70             28
2 რუმინეთი 7 6 1 0 172-68 28
3 რუსეთი 7 4 0 3 141-175 18
4 ესპანეთი 7 1 2 4 108-163 10
5 პორტუგალია 7 1 1 5 84-154 7
6 ბელგია 7 0 1 6 98-177 6

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079274