6 ერი

18:22 | 16.02.2016 | ნანახია 1097 - ჯერ

ფრანგებმა ბურჯი დაკარგეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბურჯმა ედი ბენ არუმ ნეკნის ხრტილი მოიტეხა და მწყობრიდან დაახლოებით ოთხი კვირით გამოვიდა. „ლე ბლუსთვის“ ეს მესამე სერიოზული დანაკლისია ლუი პიკამოლისა და გაელ ფიკუს შემდეგ.

25 წლის ბენ არუ 26 თებერვალს ექვსი ერის მე-3 ტურში უელსის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა, თუ მკურნალობისას გართულებები არ იქნება, მიმდინარე ტურნირში თავის გამოჩენის შანსი კიდევ ექნება.

გი ნოვესს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვინ დაიკავებს ედის ადგილს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082156