ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით შოტლანდიის ნაკრებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ რეალური 6 თებერვალს, 2016 წლის ექვსი ერის პირველ ტურში ინგლისთან მატჩში უნდა გამოჩნდეს, რომელიც სქოთწებს 2008 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ.
იმის გათვალისწინებით, თუ რა პროგრესი განიცადა შოტლანდიამ მოკლე პერიოდში, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „კლერმონის“ ყოფილი მწვრთნელის გუნდი წლევანდელ ექვს ერზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას შოტლანდიელთა შემადგენლობაც იძლევა, რომლის უკანა ხაზიც განსაკუთრებით მძლავრად გამოიყურება. ფინ რასელმა, მარკ ბენეტიმ და სტიუარტ ჰოგმა უმაღლესო დონეზე კარგი თამაშით სახელი დაიგდეს. ამ ფონზე 2015 წლის ექვსი ერის „ხის კოვზით“ დასრულება უფრო შემთხვევით წარუმატებლობად განიხილება. ამ არგუმენტს განვლილი მსოფლიო თასი ამყარებს, სადაც შოტლანდია ნახევარფინალს მიღმა მხოლოდ მსაჯის შეცდომის გამო დარჩა და ახლა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რაგბის გულშემატკივარი მათ რეალურ ძალას იხილავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ისტორიულ დერბის ასეთი დიდი ინტერესი ბოლო წლებში არ გამოუწვევია. „მარიფილდის“ ბინადრები შეხვედრას დიდი ამბიციებით ელიან და თვით ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ედი ჯონსიც აღიარებს, რომ ამ სტადიონზე წინა სტუმრობის მსგავსად, ინგლისელთა 20-ქულიან უპირატესობას არ უნდა ვოლოდოთ.
ბოლო 10 დაპირისპირების შედეგები:
2015: ინგლისი - შოტლანდია 25:13 (Twickenham)
2014: შოტლანდია - ინგლისი 0:20 (Murrayfield)
2013: ინგლისი - შოტლანდია 38:18 (Twickenham)
2012: შოტლანდია - ინგლისი 6:13 (Murrayfield)
2011: ინგლისი - შოტლანდია 16:12 (მ.თ. Eden Park)
2011: ინგლისი - შოტლანდია 22:16 (Twickenham)
2010: შოტლანდია - ინგლისი 15:15 (Murrayfield)
2009: ინგლისი - შოტლანდია 26:12 (Twickenham)
2008: შოტლანდია - ინგლისი 15:9 (Murrayfield)
2007: ინგლისი - შოტლანდია 42:20 (Twickenham)
შოტლანდია: 15 Stuart Hogg, 14 Sean Maitland, 13 Mark Bennett, 12 Matt Scott, 11 Tommy Seymour, 10 Finn Russell, 9 Greig Laidlaw (c), 8 David Denton, 7 John Hardie, 6 John Barclay, 5 Jonny Gray, 4 Richie Gray, 3 Willem Nel, 2 Ross Ford, 1 Alasdair Dickinson
Replacements: 16 Stuart McInally, 17 Gordon Reid, 18 Zander Fagerson, 19 Tim Swinson, 20 Blair Cowan, 21 Sam Hidalgo-Clyne, 22 Duncan Weir, 23 Duncan Taylor
შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა 6 თებერვალს, „მარიფილდზე“ თბილისის დროით 20:50 საათზე დაიწყება. მისი ხილვა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:
http://www.vipleague.tv/rugby/362836/1/scotland-vs-england:-rbs-six-nations-live-stream-online.html
http://www.vipleague.tv/rugby/362836/2/scotland-vs-england:-rbs-six-nations-live-stream-online.html
http://www.vipleague.tv/rugby/362836/3/scotland-vs-england:-rbs-six-nations-live-stream-online.html
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია