ერთა თასი

16:48 | 16.02.2016 | ნანახია 1113 - ჯერ

რუსეთი რუმინეთს უძლიერესი შემადგენლობით ეწვევა

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ პერვუხინი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუმინეთთან სათამაშოდ უძლიერესი შემადგენლობის შეკრებას გეგმავს.

„დათვებმა“ პირველი ორი თამაში სოჭში გამართეს და ესპანეთი 22:20, ხოლო გერმანია პრემიით, 46:20 დაამარცხეს. რუმინელებმა პორტუგალიას შინ პრემიით, 39:14 სძლიეს, ხოლო მადრიდში ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 21:18 მოუგეს. შედეგად, 2016 წლის ტურნირში გუნდები 9-9 ქულით საქართველოს შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და 27 თებერვალს ერთმანეთს კლუჟში შეხვდებიან.

„ვიმედოვნებთ, რომ რუმინეთთან ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება. გერმანიასთან მატჩში დენის სიმპლიკევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობით არ გავრისკეთ, რომელმაც ესპანეთთან შეხვედრისას ცხვირი დაიზიანა. მე ის სათადარიგოთა შორის მყავდა და თამაში შეეძლო, მაგრამ მოედანზე არ შევუშვი. შეთანხმება გვაქვს ანდრეი ოსტრიკოვთან. ის ინგლისიდან პირდაპირ რუმინეთში ჩავა და იქ შემოგვიერთდება. გუნდის განკარგულებაში დაბრუნდება ანდრეი ტემნოვი. გერმანიასთან მასაც შეეძლო თამაში, მაგრამ არ გავრისკეთ.

„ენისეის“ მოთამაშეებმა როგორც იქნა შეძლეს სახლებში დაბრუნება, რაც ჩელენჯ ქაფისა და რუსეთის ნაკრების შეხვედრებით იყო გამოწვეული. აგერ უკვე თვენახევარია ისინი სახლში არ ყოფილან. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმედღიანი დასვენება ფსიქოლოგიური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მომავალ მატჩს კარგ ფორმაში შევხვდებით. რუმინეთს თავდადებისა და განწყობის ზღვარზე უნდა ვეთამაშოთ. გერმანიასთან მოგების შემდეგ, ჩვენ სპორტული ინტერესი შევინარჩუნეთ და თუ რუმინეთშიც მოვიგეთ, რუსეთი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავა. მომავალი თამაში უმნიშვნელოვანესია“ - თქვა პერვუხინმა.

საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს თბილისში ესპანეთს მასპინძლობს, რუსეთს 12 მარტს სოჭში შეხვდება, ხოლო წლევანდელ ერთა თასს 19 მარტს, რუმინეთთან ჯახით დაასრულებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:22 | 16.02.2016
kommarkos (35)

დაფრინავენ რუსები ცაში, დააბერტყავენ მიწაზე რუმინელები ჩვენ კი ჯვარს დავადგამთ მათ ოცნებებს

19:22 | 16.02.2016
BEERTRANCE (1073)

არა მგონია რუმინეთმა დაუთმოს

17:26 | 16.02.2016
Avtandil Khantadze (2)

კარგია, რაც მეტი მოტივაცია ექნებათ და ჩვენ უფრო საინტერესო თამაში გვექნება.

0.103919