საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს.
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მიმდინარე შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა 10:7 მოიგეს. მასპინძლებს საწყის წუთებზევე შეექმნათ პირველი სალელოვე შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავი გარღვევა განახორციელა, თუმცა ბოლო მომენტში ქართველმა მორაგბემ ბურთი ვერ დაიმორჩილა. სამაგიეროდ, სტუმრებმა ისარგებლეს თავიანთი შანსით, მე-12 წუთზე ლელო-გარდასახვა მიითვალეს - 0:7. ათ წუთში კვირიკაშვილმა ჯარიმით შეამცირა სხვაობა. 27-ე წუთზე დავით ზირაქაშვილმა დააგვირგვინა სალელოვე შეტევა და „ბორჯღალოსნები“ დააწინაურა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა შეასრულა ზუსტად - 10:7 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია