ამბები

13:26 | 25.02.2014 | ნანახია 4798 - ჯერ

რუსეთის ძლევამ რეიტინგში არაფერი შეგვმატა

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, გასულ შაბათს “ბორის პაიჭაძეზე” რუსეთის 36:10 დამარცხებამ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში არაფერი შემატა და 69,57 ქულით მე-16-ე ადგილზე დარჩა.

მოწინავე ათეულში ყველაზე დიდი ვარდნა საფრანგეთის ნაკრებმა განიცადა, რომელიც ექვსი ერის მესამე ტურში უელსთან 6:27 დამარცხდა. შედეგად, ფრანგები ორი საფეხურით დაქვეითდნენ და რეიტინგში ყველაზე ცუდ, მე-7-ე ადგილამდე დაქვეითდნენ. მათ უელსელების გარდა ირლანდიამაც გადაასწრო, რომელიც ინგლისში 10:13 დამარცხდა, მაგრამ მე-5-ე პოზიციამდე მაინც დაწინაურდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ლიდერად კვლავ ინგლისი რჩება, რომელიც მეოთხე ადგილზეა და უახლოეს მდევარს უკვე 4,7 ქულით უსწრებს.

ექვსი ერის მესამე თამაშმა, რომელშიც იტალია შოტლანდიასთან ბოლო წუთზე გაშვებული არეკნით 20:21 დამარცხდა, იტალიელებს მე-13-ე ადგილი დააკარგვინა და მათ იაპონიამ 0,01 ქულით გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ 2003 წლიდან დღემდე, როდესაც რეიტინგი დაინერგა, იტალიელები ასეთ დაბალ ადგილზე ჯერ არ ყოფილან. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე ესპანეთმა, 21-ე ადგილი პორტუგალიას დაუთმო, რომელმაც ბელგია დაამარცხა.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 24 თებერვლისთვის

1      (1). ახალი ზელანდია       93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა       89,34

3      (3). ავსტრალია      86,88

4      (4). ინგლისი 85,46

5      (6). ირლანდია       80,76

6      (7). უელსი    80,60

7      (5). საფრანგეთი     80,56

8      (8). სამოა    77,34

9      (9). არგენტინა       76,44

10    (10). შოტლანდია    76,35

11    (11). ფიჯი     74,21

12    (12). ტონგა   73,21

13    (14). იაპონია 72,06

14    (13). იტალია  72,05

15    (15). კანადა  70,75

16  (16). საქართველო      69,57

17    (17). რუმინეთი      68,66

18    (18). აშშ      67,41

19    (19). რუსეთი 61,20

20   (20). ურუგვაი        60,77

21    (22). პორტუგალია  59,83

22   (21). ესპანეთი       59,71

23   (23). ნამიბია 58,79

24   (24). კორეა  58,10

25   (25). ჰონკონგი      56,35

26   (26). გერმანია       56,20

27   (27). ჩილე    55,44

28   (29). მოლდოვა      55,11

29   (28). ბელგია 54,44

30   (30). ზიმბაბვე                53,56

31    (31). ჰოლანდია      52,86

32   (32). პოლონეთი     52,32

33    (33). უკრაინა        52,17

34   ...

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084097