ამბები

20:34 | 7.03.2014 | ნანახია 6373 - ჯერ

მადრიდული კაპიტნის ვარჯიში

8 მარტს, 2014 წლის ევროპის ერთა თასის მორიგ გასვლით მატჩში “ბორჯღალოსნები” ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ერკინებიან.  “ესტადიო ნასიონალ დე რაგბიზე” (მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონი) გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის დროით 19:00 საათზე შემოგვთავაზებს.

6 მარტს “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა, ხოლო დღეს “ბორჯღალოსნებმა” კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

“შემადგენლობაში, რომელსაც ესპანეთთან გამოვიყვანთ, რამდენიმე მოთამაშეს მივეცით იმის საშუალება, რომ სამწვრთნელო შტაბს დაანახონ თუ რა შეუძლიათ. ზოგიერთ მათგანს დიდი ხანია არ უთამაშია ნაკრებში, მაგრამ ბევრი იმუშავეს და გულმოდგინედ ივარჯიშეს.

ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ გარკვეულ პოზიციებზე სრულფასოვანი შეცვლები გვყავს და სასტარტო 23 კაციან განაცხადში მოსახვედრად ყველას დიდი შრომა უწევს. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვშრომობდით და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ამას ნელ-ნელა ხორცი ესხმება” - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეოთხე ტური

8 მარტი

ესპანეთი - საქართველო

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 75 თამაში, 524 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 70, 120), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 74, 105), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 21, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 13, 15), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 29, 15), 9. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 9, 0); 1. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 6, 0), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 22, 5), 3. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 13, 15), 4. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 36, 35), 5. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 18, 5), 6. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 9, 0), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 55, 115), 8. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 73, 50).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 19, 5), 17. კარლენ ასეიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 5, 0), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 10, 0), 19. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 40, 5), 20. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 14, 0), 21. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 20, 0), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 44, 107), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 13, 52).

განაცხადში არ არიან: ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი),

რუსეთი - პორტუგალია

რუმინეთი - ბელგია

 

1               საქართველო                  8             7             1             0          240-80              33
2 რუმინეთი 8 7 1 0 204-74 33
3 რუსეთი 8 4 0 4 151-211 18
4 პორტუგალია 8 2 1 5 103-160 11
5 ესპანეთი 8 1 2 5 114-195 10
6 ბელგია 8 0 1 7 104-196 6


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124612