მადრიდში მიმდინარე 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, ესპანეთის ნაკრები საქართველოს 5 ქულის სხვაობით (14:9) ამარცხებს.
მატჩის საწყისი ნახევარი საათი ქართველებისა იყო. ამ პერიოდში მერაბ კვირიკაშვილმა ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” უპირატესობა დასკვნით 10 წუთში გაანიავეს. ესპანელებმა ორი ლელო გაიტანეს და ორივე ქართველთა შეცდომის ხარჯზე – პირველად მათ გადაცემა ჩაჭრეს, ხოლო მეორედ ჩვენს 22-ში ფეხით ჩაკიდებული ბურთი ორმა მცველმა ერთ შემტევს დაუთმო. გარდასახვა ზუსტი იყო და საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 9:14 დათმო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია