20-წლამდელები

11:10 | 16.02.2016 | ნანახია 1447 - ჯერ

20-წლამდელებმა გეზი სამხრეთისკენ აიღეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები დღეს გამთენიისას სამხრეთამერიკულ ტურნეზე გაემგზავრა, სადაც ოთხ ტესტ-მატჩს გამართავს.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ სტამბოლის გავლით ბრაზილიაში, სან-პაულუში ჩაფრინდებიან, საიდანაც არგენტინაში, ბუენოს-აირესში გადაფრინდებიან და 13-საათიანი მომქანცველი მოგზაურობის შემდეგ, დანიშნულების ადგილზე იქნებიან.

20-წლამდელები, რომლებიც ივნისში ინგლისში გასამართი ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, 20 თებერვალს ბუენოს-აირესში, ხოლო 24 თებერვალს როსარიოში არგენტინელ თანატოლებს შეხვდებიან, რის შემდეგაც ურუგვაიში გადაინაცვლებენ და 28 თებერვალს პაისანდუში, ხოლო 4 მარტს მონტევიდეოში უკვე ურუგვაელებს შეხვდებიან.

ეს ტურნე და განსაკუთრებით არგენტინასთან თამაში, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. „პუმიტასები“ მსოფლიოს ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობენ და მათთან გამოცდილების მიღება „ბორჯღალოსნებს“ ინგლისში წაადგებათ. მებრძოლი გუნდია ურუგვაიც, რომელსაც ქართველმა ახალგაზრდებმა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის „ალაფაზე“ 8 ლელო გაუტანეს და 46:12 დაამარცხეს, მაგრამ საკუთარ კედლებში მათ რევანშის სურვილი ექნებათ და იოლად არაფერს დათმობენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ამ ტურნეზე რამდენიმე ლეგიონერი აკლია, რომლებიც ინგლისში გუნდს გააძლიერებენ. სამხრეთში შემდეგი მორაგბეები გაემგზავრნენ: 20წ საქართველო 2016

ტურნე სამხრეთ ამერიკაში: არგენტინა, ურუგვაი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ირაკლი სვანიძე

ჯიქი

15

მირიან მოდებაძე

აია

15

სანდრო მერკვილიშვილი

არმია

14/11

დავით მესხი

არმია

14/11

ლადო მიმინოშვილი

ბათუმი

14/11

გიორგი მელაძე

ყოჩები

13/12

გიორგი კოშაძე

ხარები

13/12

გიორგი გოგოლაძე

არმია

13/12

სანდრო ილურიძე

აკადემია

13/12

გურამ ქანდაურაშვილი

ხარები

10

დავით მოძღვრიშვილი

აკადემია

15/10

რატი შანიძე

ლელო

9

ლაშა მამუჩარაშვილი

ლოკომოტივი

9

გელა აფრასიძე

ლელო

შერკინება [ფორვარდები]

1

უშანგი ჭეიშვილი

აია

1

თორნიკე მატარაძე

აია

1

გიორგი უშხვანი

აია

1

ნიკა ნეფარიძე

კლერმონ [სფრ]

2

ლაშა საჯაია

ჯიქი

2

ლუკა გოგინავა

ლოკომოტივი

2

გიგა ხუროშვილი

არმაზი

3

გურამ პაპიძე

ყოჩები

4/5

მიხეილ ბაბუნაშვილი

აია

4/5

დემურ ეფრემიძე

ყოჩები

4/5

გაგა არაბული

ლოკომოტივი

6/7/8

ვანო ფუტკარაძე

ბათუმი

6/7/8

ილია სპანდერაშვილი

არმია

6/7/8

ცისკარა ბერიაშვილი

ლელო

6/7/8

ირაკლი ცხადაძე

არმაზი

6/7/8

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ]

6/7/8

მიხეილ გორგასლიძე

აია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:49 | 16.02.2016
lukaferrari (24)

წარმატებები, ძალიან მეიმედება ამ თაობის, ასეთი ხელშეწყობით კიდევ უფრო წინ წაწევენ ქართულ რაგბს.

16:29 | 16.02.2016
→ LELOS← (98)

წარმატებები ბიჩებო.

14:09 | 16.02.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.081722