ამბები

16:12 | 12.03.2014 | ნანახია 3707 - ჯერ

რაგბის კავშირის განცხადება ბილეთებთან დაკავშირებით

ტექნიკური ხარვეზის გამო საქართველოსა და რუმინეთის მატჩის ბილეთებზე არ არის მითითებული მატჩის დაწყების დრო, რისთვისაც საქართველოს რაგბის კავშირი ყველა გულშემატკივარს დიდ ბოდიშს უხდის! 

გაცნობებთ, რომ მატჩი გაიმართება მიხეილ მესხის სტადიონზე 15 მარტს 17:00 საათზე.

საქართველოს რაგბის კავშირი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს გულშემატკივრებს  აღნიშნული შეცდომის გამო.

ამავდროულად გაცნობებთ, რომ მატჩის ბილეთები ყოველდღიურად იყიდება მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში 11:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი შეადგენს 3 და 5 ლარს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0862