დღეს დაიწყო ვებ ელისის თასის თბილისური მოგზაურობა. 12 საათზე იაკობ გოგებაშილის სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეები შეიკრიბნენ, რომელთა უმეტესობა რაგბის კლუბ იუნკერების მოთამაშეა. ისინი მქუხარე აპლოდისმენტებით დახვდნენ მსოფლიო თასს და უამრავი ფოტო გადაიღეს.
14 საათიდან, ვებ ელისის თასი სპორტის მუზეუმში მიიტანეს, სადაც რაგბის მსოფლიო თასის ნახვის მსურველები უკვე დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ სარაგბო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან ტროფის. თასის ნახვა შესაძლებელი იყო 18 საათამდე, მაგრამ მსურველთა სიმრავლი გამო, მუზეუმმა 19 საათამდე იმუშავა.
ვებ ელისის თასი თბილისურ მოგზაურობას ხვალ განაგრძობს
13 მარტი
10:00 საათიდან 10:25 საათამდე, თასის ნახვა და შესაბამისად ფოტოების გადაღება შევარდენის სანაკრებო ბაზაზე იქნება შესაძლებელი. 10:30 საათზე კი დაიწყება ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში, რომელზეც მედია საშუალებების წარომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოება დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
კაპიტნის ვარჯიში
14 მარტი
მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდები, მესხის სტადიონზე ტრადიციულ კაპიტნის ვარჯიშსა და წინა სამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ, რომელზეც ასევე იქნება შესაძლებელი ვებ ელისის თასის ნახვა
რუმინეთის ნაკრების ვარჯიში 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო პრესკონფერენციას კი 16:15საათზე გამართავენ;
ბორჯღალოსნების პრესკონფერენცია 16:30 საათზე დაიწყება, ხოლო ვარჯიშს 17:00 საათზედაიწყებენ.
მედია საშუალებების წარმომადგენლებს ორივე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების კაპიტნის ვარჯიშისას ფოტო-ვიდეო გადაღება შეეძლებათ პირველი 15 წუთის განმვალობაში.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია