ამბები

23:25 | 12.03.2014 | ნანახია 2725 - ჯერ

“ბათუმმა” “არმაზი” დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-10-ე ტურის გადადებულ მატჩში, ლეგიონერებით გაძლიერებულმა “ბათუმმა” თბილისის “არმაზი” 26:12 დაამარცხა.

ზღვისპირეთში გამართული მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, რასაც მასპინძლებმა უკეთ აუღეს ალღო და “ბათუმი” ზვიად ოდიშარიამ ჯარიმით დააწინაურა, მე-19-ე წუთზე გიორგი გოგიტიძემ ლელო გაიტანა, ხოლო 27-ე წუთზე გოჩა ხონელიძემ მეორე ლელო გაიტანა, ოდიშარიამ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 15:0 გახდა. ტაიმის ბოლოს ბაჩო ჩხაიძემ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც საბა ნიკოლავამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და შესვენებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა 8 ქულამდე შემცირდა, მაგრამ დარჩენილ დროში ოდიშარიამ ჯარიმა გაიტანა - 18:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში გოგიტიძე სინბინით დაისაჯა, მაგრამ სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, 65-ე წუთზე თორნიკე სულაბერიძემ მესამე ლელო მიითვალა და ანგარიში 23:7 გახდა. ოთხ წუთში შეცვლაზე შესულმა გიორგი სოსელიამ ლელოთი ჩამორჩენა ისევ შეამცირა, მაგრამ “არმაზმა” მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა, ხოლო ოდიშარიამ ტაიმის მიწურულს ჯარიმა ამჯერადაც გაიტანა და “ბათუმმა” 26:12 მოგებით 4 ქულა მიითვალა.

მიუხედავად ამისა, ბათუმელები 10 ქულით მაინც ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ კონკურენტებზე ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული და მომდევნო ტურში სწორედ ამ კონკურენტს - “აკადემიას” ბათუმში ეთამაშებიან. “არმაზი” აჭარიდან უქულოდ დაბრუნდა და კვლავ ექვსეულს მიღმა დარჩა, მაგრამ მას “ჯიქებზე ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის კარგი შანსი აქვს. 

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

X ტური. 12 მარტი (გადატანილი)

ბათუმი. ანგისა. 100 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი) 26:12 (18:7)

ბათუმი: 15. ჰემპსონი, 14. სვინტრაძე, 13. გოგიტიძე, 12. ხონელიძე, 11. ბ.ევგენიძე (ნინიძე), 10. ოდიშარია, 9. შამულო; 1. სულაბერიძე (აბესლამიძე), 2. გიგაშვილი, 3. კაიკაციშვილი (მოქია), 4. ნიუვენჰეიზენი, 5. ხელაძე, 6. ცირეკიძე, 7. ალიქაძე (ჰოუვსი), 8. გუგუშვილი.

3 ლელო: გოგიტიძე, ხონელიძე, სულაბერიძე

1 გარდასახვა: ოდიშარია

3 ჯარიმა: ოდიშარია

1 სინბინი: გოგიტიძე

არმაზი: 15. ჩხაიძე, 14. პინაიშვილი (კიკნაძე), 13. კაიფაჯიანი (მაისურაძე), 12. ნიკოლავა, 11. სირაძე, 10. ბროძელი, 9. მისრიაშვილი (აბუსერიძე); 1. ბეჟიაშვილი (ესართია), 2. სოსელია, 3. ბუკია (მარგველანი), 4. ჭელიძე (ბერაძე), 5. არჩუაშვილი, 6. კანდელაკი (ჯიბლაძე), 7. ამირანაშვილი, 8. მინაშვილი.

2 ლელო: ჩხაიძე, სოსელია

1 გარდასახვა: ნიკოლავა

 

1  ლელო                           13      10     0     3     373-153     49
2  აია                          13      10     0     3     292-158     46
3  არმია                          13      9      1      3     363-212     45
4  ლოკომოტივი                          13       9     0     4     298-235     40
5  ყოჩები                          13       8     1     4     284-243     38
6  ჯიქები                          15       6     2     7     261-232      35
7  არმაზი                          13      7     0     6     220-253     31
8  ხარები                          14      3     0   11     179-344     15
9  აკადემია                          14      1     0   13     151-333     10
10  ბათუმი                          13      2     0   11     188-446     10

 

  1. მომდევნო ტური. 20-23 მარტი

ხარები - ყოჩები, არმაზი - აია, ჯიქები - არმია, ლოკომოტივი - ლელო, ბათუმი - აკადემია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072881