ამბები

11:41 | 14.03.2014 | ნანახია 4929 - ჯერ

გუნდები საბრძოლველად დაირაზმნენ

თითქმის ყველაფერი მზადაა - საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს “მიხეილ მესხზე” 15 მარტს გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე, მხოლოდ კაპიტნის ვარჯიშები დარჩათ და შაბათს, 17 საათიდან დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

უკვე არაერთხელ ითქვა, რომ გამარჯვებული ორ თასთან (“ანთიმოზ ივერიელის” და “ერთა თასი”) ერთად, ნოემბერში “ავივაზე” ირლანდიასთან თამაშის უფლებას და 2015 წელს ინგლისში, მსოფლიო თასზე სასურველ ჯგუფში თამაშის უფლებას მიიღებს. მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის საბრძოლო შემადგენლობები, რომლითაც ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან.

ესპანეთთან ექსპერიმენტული შემადგენლობით არცთუ სასურველი თამაშით 24:17 მოგებული მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა ტრავმების ფონზე, არსებული მორაგბეებით პრაქტიკულად იდეალური შემადგენლობა დააყენა. თამაშს ის 15 მორაგბე იწყებს, რომლებმაც სამი კვირის წინ “ეროვნულზე” რუსეთი მეორე ტაიმში გატეხეს და 36:10 დაამარცხეს. რუმინელთა რიგებში ბელგიასთან მოგებულ შემადგენლობასთან შედარებით სამი ცვლილებაა.

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეხუთე რაუნდი

15 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17:00 საათი

საქართველო - რუმინეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 76 კეპი, 538 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 71, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 71, 70), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 22, 35), 11. თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 14, 15), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 30, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 21, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 17, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 23, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 43, 40), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 19, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 60, 15), 6. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 27, 15), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 56, 120), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 31, 25).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 20, 5), 17. ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 11, 0), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 14, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 37, 35), 20. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 74, 50), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 10, 0), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 75, 110), 23. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 45, 107).

განაცხადში ვერ მოხვდნენ: ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 7, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 15, 0), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 10, 5), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 41, 5); ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 14, 52), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 14, 29).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)

რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 14. მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 13. ქსაბა გალი (“ბაია მარე”, რუმინეთი), 12. რობერტ დესკალუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 11. იონუც დუმიტრუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 10. ფლორინ ვლაიკუ (“ფარული”, რუმინეთი), 9. ვალენტინ კალაფეტიანუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი); 1. მიჰაიტა ლაზარი (“კასტრი”, საფრანგეთი), 2. ანდრეი რადოი (“ეალინგ ტრაილფინდერსი”, ინგლისი), 3. პაულიცა იონი (“პერპინიანი”, საფრანგეთი), 4. მარიუს სირბე (“ტარბი”, საფრანგეთი), 5. ვალენტინ პოპირლანი (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 6. ვიორელ ლუკაჩი (“სტიაუა”, რუმინეთი), 7. მიჰაი მაკოვეი (“სენტ ნაზერი”, საფრანგეთი, კაპ.), 8. სტელიან ბურკეა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი).

სათადარიგოები: 16. ეუჯინ კაპატანა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 17, ანდრეი ურსაჩე (“კარკასონი”, საფრანგეთი), 18. ჰორაციუ პუნგეა (“სკარლეტსი”, უელსი), 19. კრისტიან მუნტეანუ (USRP), 20. ვლად ნისტორი (“კასტრი”, საფრანგეთი), 21. დორინ მანოლე (“ორტეზი”, საფრანგეთი), 22. ფლორინ სურუჯუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი), 23. კრისტიან ედინისი (“ბაია მარე”, რუმინეთი).

 

პორტუგალია - ესპანეთი

ბელგია - რუსეთი

 

1          რუმინეთი                    9          8           1          0          233-84             38
2 საქართველო 9 8 1 0 264-97 37
3 რუსეთი 9 5 0 4 185-229 23
4 პორტუგალია 9 2 1 6 121-194 11
5 ესპანეთი 9 1 2 6 131-219 11
6 ბელგია 9 0 1 8 114-225 6

 

 

საქართველოსა და რუმინეთის ყველა მატჩი

17 (7 შინ, 8 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) 8-8-1; ქ.: 310:324; ლ.: 26:29

1998 წელი. 18 ნოემბერი

დუბლინი (ირლანდია). მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 27:23

2000 წელი. 2 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი

საქართველო - რუმინეთი 20:23

2001 წელი. 7 აპრილი

ბუქარესტი. ერთა თასი

რუმინეთი - საქართველო 20:31

2002 წელი. 6 აპრილი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 23:31

2003 წელი. 30 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 6:19

2004 წელი. 27 მარტი

იაში (რუმინეთი). ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 25:18

2005 წელი. 12 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 20:13

2006 წელი. 25 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 35:10

2006 წელი. 7 ოქტომბერი

ბუქარესტი. მსოფლიო თასის შესარჩევი

რუმინეთი - საქართველო 20:8

2007 წელი. 3 თებერვალი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 17:20

2008 წელი. 9 თებერვალი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 22:7

2009 წელი. 14 მარტი

თბილისი. “ეროვნული”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 28:23

2010 წელი. 13 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 22:10

2011 წელი. 12 მარტი

თბილისი. “მიხეილ მესხი”. ერთა თასი+ა.ნ.თ.

საქართველო - რუმინეთი 18:11

2011 წელი. 28 სექტემბერი

ახალი ზელანდია. პამერსთონი. მსოფლიო თასი

საქართველო - რუმინეთი 25:9

2012 წელი. 10 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 13:19

2013 წელი. 16 მარტი

ბუქარესტი. ერთა თასი+ა.ნ.თ.

რუმინეთი - საქართველო 9:9


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085767