ამბები

17:50 | 15.03.2014 | ნანახია 3667 - ჯერ

საქართველო-რუმინეთი: პირველი ტაიმი 16:9

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 16:9 ამარცხებს.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის დასაწყისში სტუმრები ჯარიმით დაწინაურდნენ. მართალია, მერაბ კვირიკაშვილმა მალევე ჯარიმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა რუმინელებმა პირველ 20-წუთეულში კიდევ ორჯერ გამოიყენეს ჯარიმა - 3-9. 23-ე წუთზე ისევ კვირიკაშვილმა შეამცირა სხვაობა, მალევე კი მასპინძლებმა დავით ზირაქაშვილის ლელოთი და კვირიკაშვილის გარდასახვით წინ გასვლა შეძლეს, რასაც ტაიმის მიწურულს კვირიკაშვილის კიდევ ერთი ზუსტად გამოყენებული ჯარიმა მოჰყვა. 16:9 "ბორჯღალოსანთა" სასარგებლოდ - ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072918