6 ერი

21:04 | 15.02.2016 | ნანახია 1783 - ჯერ

ედი ჯონსი: “ინგლისი ძველ დიდებას იბრუნებს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, ექვსი ერის მეორე ტურში რომში იტალიის 40:9 დამარცხების შემდგომ განაცხადა, რომ ეს ბრიტანელთათვის დიდების დაბრუნებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იყო.

ედი ჯონსი: „ჩვენგან განსხვავებით, „აძურას“ ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი უპირატესობა. ოუენ ფარელის თამაშის სტილი იმის დამადასტურებელია, რომ ინგლისი თავის ძველ დიდებას ნელ-ნელა იბრუნებს. მიხარია, რომ გუნდში დებიუტანტები კარგად ინტეგრირდნენ და მომავლის იმედი ჩამისახეს. საერთო ძალისხმევით ჩვენ გულშემატკივრებს აუცილებლად დავანახებთ, თუ რას წარმოადგენს ინგლისის ნაკრები“.

ტურნირის გახსნამდე ედი ჯონსმა განაცხადა, რომ მსოფლიო თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ინგლისს რეაბილიტაციას გაუკეთებდა. თავისი მიზნის მისაღწევად ავსტრალიელი თავკაცი თავს არ ზოგავს და ამას ისიც ადასტურებს, რომ ორი ტურის შემდეგ მისი გუნდი ექვსი ერის სათავეში აღმოჩნდა. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, 27 თებერვალს ინგლისი ირლანდიას უმასპინძლებს ექვს ერზე ძბელი დიდების დაბრუნებისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას ეცდება. ინგლისელთათვის ეს იქნება პირველი საშინაო მატჩში 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:12 | 16.02.2016
BEERTRANCE (1073)

ვაი შენს პატრონს DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

0.085404