ეროვნული ნაკრები

19:38 | 15.02.2016 | ნანახია 906 - ჯერ

ინგლისი მეექვსემდე აღზევდა
„ბორჯღალოსნები“ კუნძულელებს შორის რჩებიან

ექვსი ერის მეორე ტურში ინგლისმა და საფრანგეთმა დაუმარცხებელი სვლა განაგრძეს და ეს მათ რეიტინგზეც აისახა.

„თუ შეხედავთ რეიტინგს, აღმოაჩენთ, რომ იტალიაზე უკეთესი გუნდი ვართ და ეს კვირას უნდა დავამტკიცოთ“ - თქვა მატჩამდე ინგლისელთა თავკაცმა ედი ჯონსმა, მაგრამ რომში გამართული მატჩის მსვლელობისას, მისი სიტყვების სისწორეში დარწმუნებამდე შეხვედრის 2/3 მიილია. მერე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მორაგბეებმა თავისი სიტყვა თქვეს, ჯონათან ჯოზეფმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯამში სტუმრებმა 40:9 იმარჯვეს და ექვსი ერის ლიდერობასთან ერთად, 0,73 სარეიტინგო ქულა მიიღეს.

საფრანგეთმა პარიზში ირლანდია მეორე ტაიმში გატეხა და 10:9 გამარჯვებით საკუთარ რეიტინგს 0,84 ქულა შემატა, ამდენივე დაკარგა ირლანდიამ და შედეგად, ის ორი საფეხურით დაქვეითდა, ხოლო ინგლისი და საფრანგეთი თითო-თითო ადგილით დაწინაურდნენ. უელსმა შოტლანდიას ბრძოლაში, 27:23 აჯობა, მაგრამ ამით მხოლოდ 0,02 სარეიტინგო ქულა მიიღო და გუნდებმა ადგილები შეინარჩუნეს.

საქართველოს პორტუგალიის ლისაბონში სარეკორდო სხვაობით, 29:3 ძლევამ რეიტინგში ვერაფერი შემატა და კვლავ კუნძულელებს - ტონგასა და სამოას შორის რჩება. რუმინეთმა მადრიდში ესპანეთს 21:18 მოუგო, 0,78 ქულა ჩაიწერა და მე-17 ადგილზე რჩება, მაგრამ საქართველოსთან ჩამორჩენა შეამცირა. სამაგიეროდ, მარცხმა ესპანეთს 21-ე ადგილი დააკარგვინა, ოცეულში შესვლის ნაცვლად ერთი ადგილით დაქვეითდა, მის ნაცვლად კი, ურუგვაი დაწინაურდა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 15 თებერვლისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 96,10

2 (2). ავსტრალია 89,33

3 (3). სამხრეთ აფრიკა 87,66

4 (4). უელსი 83,58

5 (5). არგენტინა 82,59

6 (7). ინგლისი 81,62

7 (8). საფრანგეთი 80,61

8 (6). ირლანდია 80,27

9 (9). იაპონია 77,05

10 (10). ფიჯი 76,96

11 (11). შოტლანდია 76,80

12 (12). იტალია 72,01

13 (13). ტონგა 71,60

14 (14). საქართველო 71,45

15 (15). სამოა 70,36

16 (16). აშშ 68,86

17 (17). რუმინეთი 67,37

18 (18). რუსეთი 64,08

19 (19). კანადა 63,42

20 (20). ნამიბია 61,75

21 (22). ურუგვაი 61,17

22 (21). ესპანეთი 60,63

23 (23). ჰონკონგი 57,17

24 (24). ჩილე 56,92

25 (25). კორეა 56,70

26 (26). გერმანია 56,69

27 (27). პორტუგალია 56,34

28 (28). კენია 55,89

29 (29). ბელგია 55,69

30 (30). უკრაინა 55,51

...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085087