ირლანდიის რაგბის კავშირმა 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის (2014 GUINNESS SERIES) ირლანდიის ნაკრების განრიგი გამოაქვეყნა. 2014 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშებაში გამარჯვებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე, 6 ერის წლევანდელ ჩემპიონ ირლანდიის ნაკრებთან თამაშის უფლება მოიპოვა.
2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გუნდებს ურთიერთშეხვედრა არ გაუმართავთ. ამრიგად, შვიდი წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს 16 ნომებერს “ავივა სთედიუმზე” ეთამაშებიან. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. საქართველოში მატჩის პირდაპირი ტრანსლირების შესახებ ინფორმაციას დადგენისთანავე გაცნობებთ.
2014 GUINNESS SERIES განრიგი
8 ნოემბერი, შაბათი: ირლანდია – ავსტრალია, “ავივა სთედიუმი”
16 ნოემბერი, კვირა: ირლანდია – საქართველო, “ავივა სთედიუმი”
22 ნოემბერი, შაბათი: ირლანდია – სამხრეთ აფრიკა, “ავივა სთედიუმი”
შარშანდელი ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მსგავსად, 2014 წელს ბოლჯღალოსნები სამ ტესტ-მატჩს ითამაშებენ – 8 და 22 ნომებრს თამაშები საქართველოში ჩატარდება, ხოლო 16 ნომბერს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, “ბორჯღალოსნები” გასვლაზე ირლანდიას შეხვდებიან.
ამ დროისთვის, რაგბის საერთაშორისო საბჭოში დგინდება 2014 ნოემბრის ტესტ-სერიის კალენდრის საბოლოო დეტალები. აქედან გამომდინარე, 8 და 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოწინაღმდეგე გუნდების ვინაობას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია