ამბები

17:12 | 20.03.2014 | ნანახია 4531 - ჯერ

უმცროსი “ბორჯღალოსნების” უმნიშვნელოვანესი ტურნირები

ეროვნული სარაგბო ნაკრების საერთაშორისო სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, ესტაფეტას ასაკობრივი ნაკრებები გადაიბარებენ. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, აპრილში საქართველოს U-18 და U-20 ნაკრებები ორ უმნიშვნელოვანეს ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

U-18 “ბორჯღალოსნები” FIRA-AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში იასპარეზებენ, რომელშიც მონაწილეობენ 6 ერის ნაკრებები+FIRA-AER-ის 2 გუნდი. 2012 და 2013 წლებში საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ სძლია იტალიელ თანატოლებს, რითაც ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავა. აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება გადაწყვიტეს.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11-19 აპრილს გაიმართება. 18 წლამდელები ტურნირისათვის მზადებას 21 მარტიდან შეუდგებიან.

ტურნირის განრიგის მიხედვით, უმცროსი “ბორჯღალოსნები” 11, 15 და 19 აპრილს ითამაშებენ. პირველ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად 18-წლამდელები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. დანარჩენ მატჩებში მათი მეტოქეები ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.

ტურნირისათვის მზადების ფარგლებში, U-18 საქართველო ორ საშინაო მატჩს გამართავს ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ “კლერმონის” თანატოლთა გუნდთან. კლერმონელი 18-წლამდელები თბილისში 25 მარტს ჩამოვლენ. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 26 მარტს შედგება, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება. მეორე შეხვედრა კი, 28 მარტს ჩატარდება. აღნიშნული თამაშების ჩატარების ადგილისა და დროების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ.

საქართველოს U18 ნაკრების გაფართოებული (საშეკრებო) შემადგენლობა


მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი.

მწვრთნელები: მამუკა ტყეშელაშვილი, ლევან შარაშიძე.

ფიზ-მომზადების მწვრთნელი: გიორგი ნადარეიშვილი.

მენეჯერი: პაატა მაისურაძე.

 

მატჩების განრიგი და სატურნირო მდგომარეობა

 

მეოთხედფინალები

1. ინგლისი - პორტუგალია 

2. საფრანგეთი – იტალია

3. ირლანდია – საქართველო

4. შოტლანდია – უელსი

 

ნახევარფინალები

პირველის გამარჯვებული – მეოთხეს გამარჯვებული

მეორეს გამარჯვებული – მესამეს გამარჯვებული

 

U-20 ბორჯღალოსნები IRB-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიიღებენ მონწილეობას, რომელიც ჰონგ-კონგში 7-19 აპრილს გაიმართება. 20 წლამდელებმა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება შარშან, პორტუგალიაში FIRA AER-ის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვეს, როდესაც ტურნირის ფინალში ბელგიელ თანატოლთა ნაკრები დაამარცხეს.

ალაფისათვის მზადება საქართველოს 20 წლამდელებმა “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს.

2014 წლის ალაფაზე გუნდები A და B ჯგუფებად არიან დაყოფილნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფშია განთესილი, სადაც აშშ-ს, ტონგას (ტურნირის ფავორიტი) და მასპინძელი ჰონგ-კონგის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.

აღნიშნულ ტურნირში გამარჯვების შემთხვევაში 20-წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ. 

საქართველოს U20 ნაკრების გაფართოებული (საშეკრებო) შემადგენლობა


მთავარი მწვრთნელი: დავით ვართანიანი.

მწვრთნელები: ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია.

ფიზ-მომზადების მწვრთნელი: აკაკი ცინცაძე.

მენეჯერი: ოთარ იაშვილი.

 

ალაფის მატჩების განრიგი (მოცემულია საქართველოს დროით):

7 აპრილი

13:00 ტონგასაქართველო

 

11 აპრილი

11:00 აშშ – საქართველო

 

15 აპრილი

09:00 საქართველო – ჰონგ-კონგი

 

19 აპრილი

09:00 A ჯგუფის IV – B ჯგუფის IV

11:00 A ჯგუფის III – B ჯგუფის III

13:00 A ჯგუფის II – B ჯგუფის II

15:00 ფინალი: A ჯგუფის I – B ჯგუფის I

 B ჯგუფი: კანადა, იაპონია, ნამიბია, ურუგვაი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096156