ამბები

14:01 | 26.03.2014 | ნანახია 3470 - ჯერ

საქართველოს რაგბის კავშირის მსაჯთა კოლეგიის განცხადება

მიმდინარე წლის 20 მარტს რუსთავის “ხარები”- ბოლნისის “ყოჩების” შეხვედრისას მომხდარი ფაქტი გახდა განსჯის საგანი მთელი ქართული სარაგმო თემისათვის. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ნანობს თავის შეცდომას და ვიზიარებთ იმ აზრზს, რომ მომხდარი ფაქტი რაგბისათვის ყოვლად დაუშვებელია.

მსაჯთა კოლეგიამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მკაცრად განსაჯა აღნიშნული თამაშის მსაჯებისადმი მაყურებლის მიერ გამოვლენილი თავშეუკავებლობის ფაქტი, რისი განმეორების შემთხვევაშიც იქნება მიღებული სადისციპლინო სანქციები.

ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ კლუბების და მათ შორის კლუბ რუსთავის “ხარების” გულშემატკივარი გაითავისებს თუ რაოდენ მიუღებელია რაგბის თამაშზე ბილწსიტყვაობა, როგორც სტუმარი გუნდის მიმართ, ასევე მსაჯების მიმართ, რაც არავითარ ღირსებას არ მატებს არც მოთამაშეებს, არც გულშემატკივარს და არც მსაჯებს. 

 

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084791