ქართულმა სარაგბო კლუბებმა, ახლადდაარსებულ ევროპულ ტურნირში, შესაძლოა, მომავალი სექტემბრიდანვე ითამაშონ. ეს ინფორმაცია ევროპულ სარაგბო გამოცემებში, ჯერჯერობით, არაოფიციალურად ვრცელდება.
შემოდგომაზე სტარტს იღებს ე.წ. მესამე დონის ქვეყნების კლუბების ტურნირი, რომელშიც “ერთა თასზე” მოასპარეზე ქვეყნების (საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია) ორ-ორი წარმომადგენელი ითამაშებს.
აღნიშნული 12 გუნდი ორ საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც მომავალ სეზონში უკვე რანგით მე-2 ევროპულ ტურნირზე (ყოფილი Amlin Challenge Cup) გამოვლენ.
აღნიშნული ნოვაციის დეტალები უახლოეს პერიოდში უნდა დაზუსტდეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია