ძიება
საძიებო სიტყვაზე "" ნაპოვნია შედეგები

ახალ ამბებში:

20:16 | 25.01.2018

2 სანაკრებო ვერტიკალის მწვრთნელების შეხვედრა

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი, მილთონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, სანაკრებო ვერტიკალზე (20-წლამდელები, 18-წლამდელები, აკადემია, 7-კაცა) მომუშავე მწვრთნელებს შეხვდნენ და მათ გასული წლის ნოემბრის კამპანიის მიზნებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრეს. „ეს ძალიან კარგია კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის. ...

01:00 | 25.01.2018

1 “კრასნი იარი” წლის საუკეთესო მორაგბეს ასახელებს, მხარი დაუჭირეთ გიორგი ფრუიძეს!

რუსულმა “კრასნი იარმა” სეზონი დაასრულა და 2017 წლის საუკეთესო მორაგბეს ასახელებს. კრასნოიარსკულმა კლუბმა აღნიშნულ ნომინაციაზე შვიდი მოთამაშე წარადგინა, რომელთათვის ხმის მიცემა გულშემატკივრებს ციმბირელთა ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ. ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულო ისაა, რომ ზემოხსენებულ ...

23:15 | 24.01.2018

0 უელსს წამყვანი მგეზავები გამოაკლდა

უელსის ნაკრებს პრობლემები არ ელევა. 6 ერის ჩემპიონატის დაწყებამდე ათიოდე დღით ადრე, “დრაკონებს” ორი წამყვანი მგეზავი დენ ბიგარი და რის პრისტლენდი გამოაკლდათ. როგორც ირკვევა, 28 წლის ბიგარი მხრის ტრავმის გამო საწყის სამ ტურს გამოტოვებს, ხოლო პრისტლენდის დაზიანება კიდევ უფრო მძიმეა და ის ...

18:50 | 24.01.2018

32 ბორჯღალოსანთა შემადგენლობა თებერვლის მატჩებისთვის

ბორჯღალოსების სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. წლის პირველ შეხვედრას ბორჯღალოსნები ბელგიის წინააღმდეგ 10 თებერვალს, ქუთაისში გამართავენ. ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ბორჯღალოსნები ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. ...

12:35 | 24.01.2018

3 საქართველო - ბელგიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სამ კვირაში ახალი სანაკრებო სეზონი იღებს სტარტს. 10 თებერვალს, 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბორჯღალოსნები ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიას უმასპინძლებენ. მატჩი 14 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო. შესაძენად ესტუმრეთ ბმულს TKT.GE/Rugby ბილეთის ფასი ...

16:15 | 23.01.2018

1 "გლაზგო უორიორსის" ლელო-შედევრი "ექსეტერ ჩიფსთან" მატჩში (VIDEO)

15:00 | 23.01.2018

0 პოკოკს სამი თვე გაუცდება

ავსტრალიის ნაკრების მესამეხაზელი დავიდ პოკოკი ტრავმირებულია. “ბრამბიზის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის მორაგბეს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და თამაშს სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. შესაბამისად, დავიდი სუპერ რაგბის სტარტს გამოტოვებს, რომელიც 17 თებერვალს დაიწყება და რეგულარული ...

13:30 | 23.01.2018

0 ცვლილებები საფრანგეთის ნაკრებში

6 ერის გათამაშების დაწყებამდე ათიოდე დღით ადრე, საფრანგეთის ნაკრებში იძულებითი ცვლილებები მოხდა. ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებში დაშავდნენ: “კლერმონის” ჰავბექი მორგან პარა, რომელსაც 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ “სამფეროვნების” კვართით პირველად უნდა ეთამაშა ...

12:00 | 23.01.2018

2 ჩემპიონთა თასის მე-6 ტურის სიმბოლური

ცნობილმა გამოცემამ PlanetRugby.Com-მა ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მორაგბე “გლაზგო უორიორსიდან” მოხვდა, რომელმაც ტურნირზე გამოსვლა ღირსეულად დაასრულა და კარი გაიჯახუნა. შოტლანდიელებმა საკუთარ ...

10:00 | 23.01.2018

6 ბაჩო ხურციძე და მილტონ ჰეიგი: “ინგლისთან ერთობლივ წვრთნაზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს”

კვირას გაუწყეთ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, თებერვალში, საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშის სურვილი გამოთქვა. ზემოხსენებული ინფორმაციის შესახებ, ტელეკომპანია “იმედთან” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და სპორტული და მაღალი მიღწევების დირექტორმა ...

<< პირველი<< წინა165166167168169170171172173174175შემდეგი >>
1.259422