საერთაშორისო

13:30 | 23.01.2018 | ნანახია 1882 - ჯერ

ცვლილებები საფრანგეთის ნაკრებში

6 ერის გათამაშების დაწყებამდე ათიოდე დღით ადრე, საფრანგეთის ნაკრებში იძულებითი ცვლილებები მოხდა. ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებში დაშავდნენ: “კლერმონის” ჰავბექი მორგან პარა, რომელსაც 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ “სამფეროვნების” კვართით პირველად უნდა ეთამაშა და “რასინგ 92”-ის ფულბექი ბრაის დულინი. მათი ტრავმების სიმძიმე ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა პირველ ტურში ირლანდიის წინააღმდეგ თამაში გამორიცხულია და შესაბამისად, მათ შემცვლელებს უხმეს.

ჟაკ ბრუნელმა მორგან პარას ნაცვლად, “ბორდოს” 9 ნომერი ბაპტისტ სერინი გამოიძახა (16 სანაკრებო კეპი), ხოლო დულინს “ტულონის” ფულბექი ჰუგო ბონევალი (9 კეპი) ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 6 ერის ჩემპიონატი სტარტს 3 თებერვალს აიღებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117904