ბორჯღალოსნები

12:35 | 24.01.2018 | ნანახია 2320 - ჯერ

საქართველო - ბელგიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სამ კვირაში ახალი სანაკრებო სეზონი იღებს სტარტს. 10 თებერვალს, 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბორჯღალოსნები ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიას უმასპინძლებენ. მატჩი 14 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო. შესაძენად ესტუმრეთ ბმულს TKT.GE/Rugby

ბილეთის ფასი 5 ლარია.

იმ შემთხვევაში თუ მანამდე ყველა ბილეთი ონლაინ არ გაიყიდა, "აია არენას" სალაროებში მათი შეძენა 8 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი ორი საშინაო მატჩის ბილეთები (საქართველო - ესპანეთი 3 მარტი; საქართველო - რუმინეთი 18 მარტი) უახლოეს მომავალში გაიყიდება.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:08 | 24.01.2018
ogafa (407)

წარმატებები

21:04 | 24.01.2018
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ქუთაისელებს, გვჯერა საუკეთესოთ უმასპინძლებთ ბორჯღალოსნებს და სტუმრებს ! ! !

17:38 | 24.01.2018
თორღვა პანკელი (387)

დიდი დიდი ძალიან დიდი ანგარიშით ბიჭებო, რაგბი ჩვენი თამაშია! იმედია კაი ამინდი იქნება.

0.085556