ცნობილმა გამოცემამ PlanetRugby.Com-მა ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მორაგბე “გლაზგო უორიორსიდან” მოხვდა, რომელმაც ტურნირზე გამოსვლა ღირსეულად დაასრულა და კარი გაიჯახუნა. შოტლანდიელებმა საკუთარ მოედანზე “ექსეტერ ჩიფსი” 28:21 დაამარცხეს, რაც ინგლისურ კლუბს ჯგუფში ჩარჩენის ფასად დაუჯდა.
ჩემპიონთა თასის მე-6 ტურის გამორჩეული გუნდი ასეთია:
უკანა ხაზი
15. სტიუარტ ჰოგი (“გლაზგო უორიორსი”), 14. ტომი სიმური (“გლაზგო უორიორსი”), 13. ჰედლი პარკსი (“სკარლეტსი”), 12. რობი ჰენშოუ (“ლენსტერი”), 11. კეით ეარლსი (“მანსტერი”), 10. დენი სიპრიანი (“უოსპსი”), 9. მორგან პარა (“კლერმონი”);
შერკინება
1. მაკო ვუნიპოლა (“სარასენსი”), 2. შონ კრონინი (“ლენსტერი”), 3. ბენ ტამეიფუნა (“რასინგ 92”), 4. ჯო ლონჩბერი (“უოსპსი”), 5. ტად ბეირნი (“სკარლეტსი”), 6. მეთ ფეგერსონი (“გლაზგო უორიორსი”), 7. ლევანი ბოტია (“ლა როშელი”), 8. სემ სიმონდსი (“ექსეტერ ჩიფსი”).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლევანი ბოტია ვინ არის?
ფიჯელი ცენტრია, უკანა ხაზელი.