ბორჯღალოსნები

19:30 | 7.02.2021 | ნანახია 1346 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "წაგების საფრთხეში წამითაც არ ვყოფილვართ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რუსეთის ნაკრებთან (16:7) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა სოლიდური და სასურველი სხვაობით ვერ მოიგო, წაგების საფრთხე წამითაც არ დამდგარა.

„ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით.

დავალება იყო, რომ ერთი-ერთზე ორთაბრძოლები მოგვეგო და ბურთს გავფრთხილებოდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული და თამაში გაგვიფუჭეს. ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქეს დროის გაკონტროლების შესაძლებლობა მივეცით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო. შესაძლოა ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით.

პირველ თამაშზე საქართველოს ნაკრებს მუდმივად უდგას ეს პრობლემა. მატჩამდე სულ ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის უპირატესობა, რომ მოთამაშეები მაღალი კლასის გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ხშირად ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ვერ ახერხებენ დროულად ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რანგით დაბალი დონის გუნდებს დიდი სხვაობებით მოვუგოთ, ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

დღეს ძალიან ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა შანსი, ბევრი მათგანი პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში. შესაძლოა მათ დაუშვეს შეცდომები, მაგრამ შეცდომები გამოცდილ მოთამაშეებსაც ჰქონდათ და ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს", - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ისტორიაში 22-ედ და მათ შორის, ზედიზედ მე-19-ედ დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის გათამაშება 5 გამარჯვებით პირველ პოზიციაზე დაასრულეს და დამსახურებული თასიც აღმართეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:33 | 08.02.2021
qomagi (248)

დაახვიე რა მაისაშვილო, ნამუსიც კარგი საქონელია. ამოხვედი უკვე ყელში, ეს რა თამაში დადეთ, ხალხს დაუსკდა ნერვიულობით გული და თან ვისთან, რუსეთთან. ეს არის ქართული რაგბის წინსვლა? ასე ჭინთვით 15-20 წლის წინ ვუგებდით რუსეთს. მთელი ფედერაცია და მაისაშვილიც სასწრაფოდ გასაშვებია, თორემ 6 ერი კი არა, ამ ფარჩაკი ტურნირის მოგება გაგვიხდება სანატრელი.


Fatal error: Uncaught TypeError: Unsupported operand types: string & int in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php:354 Stack trace: #0 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/functions.php(379): geoip_open() #1 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/pages/article.php(580): printComments() #2 /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/index.php(774): include('...') #3 {main} thrown in /home/admin/domains/rugby.worldsport.ge/libs/geoip/geoip.php on line 354