| | |
13:00 | 20.06
არგენტინა საფრანგეთთან დაწინაურდა
არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა კარგად ჩაატარა, 30:19 იმარჯვა და 1:0 დაწინაურდა.
| |
23:00 | 19.06
ესპანეთი ბრაზილიაში მიდის
ესპანეთის 7-კაცა ნაკრებმა მონაკოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მოიგო და გახდა ბოლო, მე-12 გუნდი, რომელმაც რიოს საგზური მოიპოვა.
|
15:48 | 19.06
იტალიამ აშშ-ს მცირედით აჯობა
იტალიის ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, კონორ ოშის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. „აძურიმ“ დღეს დილით სან ხოსეში გამართულ ტესტ-მატჩში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები 24:20 დაამარცხა.
| |
12:38 | 19.06
რუმინეთმა „ბუქარესტის ერთა თასი“ მოიგო
რუმინეთის ნაკრებმა 2016 წლის „ბუქარესტის ერთა თასის“ დასკვნით ტურში, გადამწყვეტ მატჩში, არგენტინის „ა“ ნაკრები 20:8 დაამარცხა და ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ გახდა ტიტულის მფლობელი.
|
11:16 | 19.06
კანადამ რუსეთი გაანადგურა [+ვიდეო]
კანადის ნაკრებმა რუსეთს კალგარიში გამართულ ტესტ-მატჩში ექვსი ლელო დაუდო და 46:21 გაანადგურა.
| |
23:04 | 18.06
თრილერი იოჰანესბურგში - „სპრინგბოქსმა“ ირლანდიას შემოუტრიალა
დღეს იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის ნამდვილი სარაგბო თრილერი გაიმართა. „სპრინგბოქსმა“ ბოლო ოც წუთში 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და გამარჯვება მოახერხა - 32:26.
|
17:58 | 18.06
შოტლანდიამ იაპონია დაჩაგრა
შოტლანდიის ნაკრებმა იაპონიას ყველაფერში აჯობა და ტესტ-მატჩების სერიის პირველ შეხვედრაში ტოკიოში 26:13 დაამარცხა.
| |
17:08 | 18.06
ინგლისმა სერია მოიგო
ინგლისის ნაკრებმა მელბურნში საოცარი დაცვა ითამაშა, ერთი კვირის თავზე „ვოლაბები“ მეორედ დაამარცხა და პირველად ისტორიაში, ავსტრალიაში ტესტ-მატჩების სერია მოიგო.
|
15:03 | 18.06
„ოლ ბლექსმა“ უელსს მეორედაც სძლია
ახალი ზელანდიის ნაკრებმა უელსის ნაკრების დამარცხება მეორე ტესტ-მატჩშიც მოახერხა - 36:22.
| |
13:29 | 18.06
ფიჯი ოკეანეთში საუკეთესოა
ფიჯის ნაკრებმა დღეს დილით სამოას ნაკრები ანგარიშით 26:16 დაამარცხა და წყნარი ოკეანის ერთა თასის მფლობელი გახდა.
|