საერთაშორისო

11:07 | 29.09.2019 | ნანახია 7233 - ჯერ

საქართველომ ურუგვაი დაამარცხა და პრემიალური ქულა მოიპოვა

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაელები 33:7 დაამარცხეს, რაც მთავარია ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად პრემიალური ქულა მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა დიდებული შეხვედრა ჩაატარეს. მე-8 წუთზე გელა აფრასიძემ ხაზი გაჭრა, რაც ალექსანდრე თოდუას ლელოთი დასრულდა. 29-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ მეორე ლელო გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო ათწუთეული ურუგვაელების უპირატესობით წარიმართა და დაგვალელოვეს. პირველი ტაიმი 12:7 დასრულდა.

მეორე ნახევარში კი სამხრეთ ამერიკელებს არაფერი გამოსდიოდათ. საქართველომ სამი უპასუხო გარდასახული ლელო გაიტანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ლელოები ჩილაჩავამ, ბრეგვაძემ და კვესელაძემ დადეს გარდასახვა სამივეჯერ ზუსტად თედო ამჟანდაძემ შეასრულა.

ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრაში 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

1. უესლსი 1 1 0 0 43:14 5
2. ავსტრალია 1 1 0 0 39:21 5
3. საქართველო 2 1 0 1 47:50 5
4. ურუგვაი 2 1 0 1 37:60 4
5. ფიჯი 2 0 0 2 48:69 2

ლაშა ქოიავა


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:15 | 30.09.2019
ogafa (407)

საქართველოს ვულოცავ წარმატებები - ფიჯისთან გამარჯვება

09:24 | 30.09.2019
avtandili (2)

მოიგებენ წაააგებენ ერთი ყლეა თქვენთვის და არ უყუროთ და გვაცალეთ ეს დედამოტყნული

23:32 | 29.09.2019
dato2121 (13)

გუგა80 გეთანხმები ასი პროცენტით არის რაღაცეები რაცას ელემენტარული ჭირდება მაგ მომენტში გეგონებოდა ძალით აიკიდა ჯარიმაო.. მოკლედ რომ შევაჯამოთ ნათელი წერტილი იყო აფრასიძე და აშკარააა რომ ლობჯანიძეს ბევრად ჯობნის, შეცდომები ჰკონდა მაგრამ მომეწონა ძნელაძე, სხვაა მხრივ ახალი არაფერი შერკინები ხარჟზე მოვიგეთ, აი ფიჯისთან როგორ გამოვა მარტო მაგის ხარჯზე მოგება ეგ ვნახოთ რადგან ფიჯიმ შარშანაც გვაჯობა შერკინებაშიც... ურუგვაისთან მაგათი წაგებას ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ სუფთდ იყო მაგ თამაში ყველაფერი უბრალოდ არ შეიძლება ამ ურუგვაის ფიჯისთვის მოეგო.. წარმატებები ბიჭებს მაგრამ ჩემი პროგნოზი რაც იყო იქეთ მიდის ყველაფერი რომ ურუგვაის მოვუგებდით დანარჩენებთან უშანსოდ..

20:58 | 29.09.2019
ოვალური კორბენი (276)

მე მაინც კმაყოფილი დავრჩი. ბოლო ერთი წელიწადზე მეტია, ვერ ვართ იშტაზე. მსოფლიოსწინა ტესტებმა შოტლანდიასთან და შემდეგ თასის პირველმა ტურმა კიდევ უფრო გამიმყარა პესიმისტური განწყობა, მეგონა ურუგვაელები შეგვარცხვენდნენ.
თუმცა კი კარგად დავჭმუჭნეთ მეტოქე და ეს ჩემდა გასაკვირად მარტივად, დაუძაბავად გავაკეთეთ.
ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, თუ რა მოხდა ფიჯი-ურუგვაის თამაშში სამი ვარიანტია: ან მაგრად დაიკიდეს ოკეანელებმა და ამის გამო დაისაჯნენ, ან რაღაც იმამაძაღლეს, ან ისეთი ძლიერებიც არ არიან როგორც ჩვენ გვგონია.
თუმცა შარშან რომ გადაგვირბინეს, ისიც რომ გვახსოვს ?

10:16 | 30.09.2019
ogafa (407)

+

17:21 | 29.09.2019
gulshematkivari (5)

იაპონელები რობოტები არიან რა დისციპლინა და რა დაცვა ითამაშეს. ბრავო. მივბაძოთ იაპონელებს დისციპლინაში მაინც სისწრაფეს ვერ ვანვითარებთ დისციპლინას და ყურადღებას პირველი დონის გუნდებტან თამაში რათ უნდა. რამდენჯერაც ვეთამაშეთ პირველი დონის გუნდებს იმდენჯერ პატარა და დიდების თამაშს გავს ხოლმე

15:16 | 29.09.2019
გუგა80 (177)

alfadhirhaiti აი ამ ადამიანს ვეთანხმები 100%ით.

მოგება ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფიჯი ძალიან მეარე ალიყურს შემოგვთავაზებს.
თავის მხრივ ურუგვაიმ გვაჩვენა, რომ არათუ ამ ჩემპიონატის, არამედ ყველა მაოფლიოს ერთად აღებული სენსაცია შემოგვთავაზა ყარაულის თოფის გავარდნის მეთოდით.
ურუგვარის ნაცვლად 15 კუნძი რომ გაეფანტათ მოედანზე ჩვენები ალბათ მსგავსს შედეგს დადებდნენ.

მოკლედ იმ უსუსტეს ტექნიკასთან ერთად, რომელიც საერთო ჯამში ჩვენს გუნდში მეფობს, დისციპლინა არის კატასტროფულ დონეზე.
ერთ ყველაზე ნათელ მაგალითს ვიტყვი, ლელოს მიღების ეპიზოდი. საიდან დაიწყო გახსოვთ? ბიჯო მსაჯი ბროჭზე გაიხა ყვირილით სტეპ ბექ სტეპ ბექ, არა!!! მაინც მივარდა და დაჯარიმდა ჩვენიანი. ბიჯოოო ეგეც წინ დავარდნაა? ეგეც სიაწრაფეა? ეგეც ჰაერში ბურთის დაჭერაა თუ არეკნის დარტყმაა? ბიჯოოო ინგლისური არ იცი, კაი ჯანდაბას, მსაჯი რომ ბროჭზე გახეული გიყვირის და თან ხელს გიქნევს, ხომ უნდა მიხვდე რომ ჰაკას არ ასრულებს! და ზუსტად ანალოგიური ეპიზოდებით სავსეა ჩვენი თამაში! ზუსტად ასეთი ვითომ უმნიშვნელო და ყველასგან დავიწყებილი შეცდომებით ვაგებთ თამაშებს.
არ უნდა ამას ლომების და დევების ძახილი, ჯობია ყურადღება გამახვილდეს შეცდომებზე და იმ ქაოსურ რაგბიზე რასაც ბორჯღალი აჩვენებს სამწუხაროდ. :-(

20:48 | 29.09.2019
tsikura (4)

100%. ისეთ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებთ მომენტებში, მსოფლიოს მონაწილე ნაკრებს რომ არ ეკადრება

15:03 | 29.09.2019
sport..»farther more rugby (86)

ვიდეო კარგი იქნება , დადეთ მალე

14:47 | 29.09.2019
alfadhirhaiti (110)

აუხ, 5 ლელო.. ხუთი ლელო კი არა, იმდენად სუსტად მოჩანდა ამ მატჩში ურუგვაი, რო რუსეთი დადებდა ბეჭებზე.

14:15 | 29.09.2019
player1 (2)

ანგარიში კარგია ნამდვილად.. მაგრამ ამ თამაშით ვამტკიცებთ რო ვერ ვითარდებით.. ეს წარსულია მომავალი თუ გვინდა სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ... ჩემი აზრით აფრასიძე უნდა იყოს ძირითადში უფრო სწრაფად აზროვნებს.. ბურთი მალე გამოაქვს რაქიდან და ხაზსაც ჭრის ლობჟანიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ რასაც ვუყურებ ეგრეა ჩემი აზრით

14:12 | 29.09.2019
krasni (587)

ლობჟანიძეს რა დავალებასაც აძლევენ, იმას ასრულებს. და სამწუხაროდ ჩამოუყალიბდა თამაშის შემნელებლის იმიჯი.

14:11 | 29.09.2019
gulshematkivari (5)

ლობჟანიძე აშკარად ვერ განვითარდა ისე როგორც საჭირო იყო. აფრასიძე უფრო კრეატიულია და ტექნიკურიც

14:06 | 29.09.2019
krasni (587)

კარგი იყო, გილოცავთ. ფიჯისთან უფრო კარგი თამაში იქნება.

14:05 | 29.09.2019
ანდროიდი (50)

ხო აბა რა შეიცვალა, ხუთ ლელოზე ნაკლები როდის დაგვიდია თამაშში, და სულ ასე წყნარად და ბონუსქულებით ვიგებდით თამაშებს. ლობჟანიძის დაბრაკვა მოდაა?

13:50 | 29.09.2019
გუსანი (34)

ვულოცავ ბიჭებს, საქართველოს.... მაგრამ და მაგრამ, ისევ ძველი სტილით, მიძალებით, ეს გუშინდელი რაგბია. ამ თამაშით ფიჯელებს ვეღარ დავჩაგრავთ, სისწრაფეში და ხელით თამაში მათთან უპირტესობა ნამდვილათ არ გვაქვს, შანსი მხოლოდ დისციპლით-ე.ი მინიმუმ 2-3 ჯერ ნაკლები შეცდომის ხარჯზე თუ მოვუგებთ. ურუგვაისთან მოლში უპიტატესობის მიუხედავთ ძალიან ნელა, იმპროვიზაციის გარეშე ვაწვებოდით. გასაგებია, რომ შერკინებებს დიდი ენერგია მიაქვს, ახალ სიმაღლეზე თუ გვინდა ასვლა სწრაფი მოთამაშეებია მოსაძებნი. თქვენ არ ვიცი და ვფიქრობ ლობჟანიძე დიდი ,,მუხრუჭია"?!..

12:36 | 29.09.2019
NIKA..01 (335)

ფიჯისთან სწორედ ასეთი თამაში გვჭირდება,იმ პირობით,რომ დაცვაში სივრცეებს არ დავტოვებთ და თუ გაჩნდა სწრაფად შევავსებთ.უნდა ვცადოთ,რაც შეიძლება მეტი შერკინება იყოს მატჩში

11:28 | 29.09.2019
alfadhirhaiti (110)

რა დიდებული შეხვედრა??

იმათმა საერთოდ ფიჯის როგორ მოუგეს

თუ ვინმე კმაყოფილი დარჩა თამაშით და არა მხოლოდ ანგარიშით, რავი, მომილოცნია.

სინამდვილეში არაფერი შეცვლილა და გუნდი ისევ დასალაგებელია, ვიტყოდი, რო მხოლოდ იმიტო მოიგეს მატჩი ბორჯღალოსნებმა, რო მეტოქე ურუგვაი იყო..

უპირატესობას ისევ ვერ იყენებენ, რაქებში შევარდნა ალბათ ეზარებათ, რა შეიძლება სხვა ითქვას ამაზე..

ამდენს ვინ კარგავს ბურთს, მართლა საფეხბურთო ენით "ასპროცენტიან" ლელოებს უშვებენ ხელიდან

ჯერ წონაში რამხელა უპირატესობა იყო და ბოლოს რიცხობრივი უპირატესობაც ვერ გამოიყენეს რამდენიმე მეტრი რო იყო დარჩენილი.

ასეთი თამაშით ფიჯისთან მოგების შანსები ნულოვანია.




09:23 | 30.09.2019
avtandili (2)

ეს შენ მოიფიქრე ყველაფერი?

19:36 | 30.09.2019
alfadhirhaiti (110)

არა, მომეხმარნენ.

15:19 | 29.09.2019
sabonis (74)

მეგობარო აქ ცოტა ძალებიც უნდა დაეზოგათ, ხომ არ გავიწდება სამდღეში ვხვდებით ფიჯის, მე მგონი სასურველი შედეგი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იქნა მიღწეული, თუმცა შეცდომებიც იყო რა თქმა უნდა.

0.101008