ძიება
საძიებო სიტყვაზე "" ნაპოვნია შედეგები

ახალ ამბებში:

13:19 | 21.08.2017

2 გიგაშვილის დებიუტი ფრანგულ ელიტაში

ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნებულმა „ლონდონ აირიშმა“ ჩემპიონშიპის კლუბ „ილინგს“ ამხანაგურ მატჩში იოლად, 29:6 აჯობა. ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ლაშა ლომიძე „აირიშის“ შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა. ხოლო საპირისპირო მიმართულებით, პრემიერშიპიდან ჩემპიონშიპში დაქვეითებულმა ...

12:18 | 21.08.2017

2 დიდი 10: ტრანსფერები 2017-18

დიდი 10-ის 2017/2018 წლების სეზონის დაწყებამდე 10 დღე დარჩა. გუნდები მზადების დასკვნით ეტაპს გადიან და სულ მალე საჩემპიონო რბოლაში ჩაერთვებიან. დიდი 10-ის გუნდებმა შემადგენლობების დაკომპლექტება უკვე დაასრულეს. დარჩენილია რამდენიმე თავისუფალი აგენტი, რომლებმაც შესაძლოა ამა თუ იმ კლუბთან კონტრაქტი გააფორმონ. ...

12:07 | 21.08.2017

2 დიდი 10: ბაგრატი (ქუთაისი)

ქუთაისის “ბაგრატის” მთავარი მწვრთნელი ბექა სხულუხია დიდი 10-ის მომავალ სეზონში აქცენტს გუნდში მეგობრული ატმოსფეროს შექმნაზე აკეთებს და იმედოვნებს, რომ “ბაგრატი” ექვსეულისთვის იბრძოლებს. გასულ სეზონში ქუთაისელებმა ელიტაში ადგილი დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვების შედეგად შეინარჩუნეს. ...

03:10 | 20.08.2017

1 რაგბი ჩემპიონშიპი: “ქურციკებმა” “პუმები” უშანსოდ დაამარცხეს (+VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) პირველი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები პორტ-ელიზაბეთში არგენტინას დაუხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “ქურციკები” მთელი მატჩის განმალობაში ფაქტობრივად ყველა სათამაშო კომპონენტში ჯაბნიდნენ მეტოქეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. აფრიკელებმა ...

17:42 | 19.08.2017

3 რაგბი ჩემპიონშიპი: “ოლ ბლექსმა” იოლი გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) 2017 წლის გათამაშების და “ბლედისლოუს” თასის გახსნითი შეხვედრა სიდნეიში, “სთედიუმ ავსტრალიაზე” გაიმართა, სადაც ავსტრალიის ნაკრები “ოლ ბლექსს” დაუხვდა და უშანსოდ დამარცხდა. მართალია, ახალი ზელანდიის საბოლოო უპირატესობა 20-ქულიანი გამოდგა, ...

15:44 | 19.08.2017

1 შეყლაშვილის ლელო "ორიაკთან" მატჩში (VIDEO)

"კოლომიეს" ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა "ორიაკთან" გასვლითი მატჩის ბოლო ლელო გაიტანა (23:30).

12:18 | 19.08.2017

1 ბექა შეყლაშვილმა პრო დ2 ლელოთი გახსნა

გუშინ საღამოს საფრანგეთში მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დ2-ის ახალი სეზონი დაიწყო. გაიმართა 6 მატჩი, რომლებშიც მონაწილეობა 7-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. ზოგიერთ მათგანს ამ ლიგაში ჭიპი აქვს მოჭრილი, ზოგს დებიუტი ჰქონდა, ყველაზე სასიამოვნო ამბავი კი ისაა, რომ ვეტერანმა ბექა შეყლაშვილმა ლელო გაიტანა... ...

21:06 | 18.08.2017

1 დიდი 10: არმაზი (მარნეული)

დიდი 10-ის ახალ სეზონში "არმაზი" მარნეულის სახელით და დიდი ცვლილებებით წარსდგება. კლუბისა და მარნეულის რაიონის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "არმაზი" მარნეულის სახელით ითამაშებს და რაიონში რაგბის განვითარებაზე იზრუნებს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, კლუბმა რეგიონში ...

19:36 | 18.08.2017

1 18-წლამდელთა 7-კაცა: აფრიკული შეკრება

18-წლამდე ბორჯღალოსანთა 7-კაცა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 16 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 23 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში 10-დღიან შეკრებაზე გაემგზავრებიან. 18-წლამდელთა 7-კაცა წელს პირველად შეიკრიბა და 9-10 სექტემბერს ჰაიდელბერგში (გერმანია) 16-გუნდა ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მისი ...

16:39 | 18.08.2017

1 დიდი 10: ხარები (რუსთავი)

რუსთავის "ხარებმა" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა დიდი უპირატესობით მოიგო და დიდ 10-ს ერთწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება. მომავალი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება და რუსთაველები ჩემპიონატისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან: „რადგან პირველი ლიგა ადრე დამთავრდა, ...

<< პირველი<< წინა211212213214215216217218219220221შემდეგი >>
1.338882