სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ამერიკის 6 ერი

13:59 | 15.02.2016 | ნანახია 1695 - ჯერ

ურუგვაიმ ბრაზილიასთან ინერვიულა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების პროგრესი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც განვითარებად სარაგბო ქვეყნებს მათზე ძლიერ მეტოქეებთან თამაშის საშუალება ეძლევათ.
ამერიკის ექვსი ერის პირველი გათამაშება სულ ახლახანს დაიწყო და ბრაზილიელბი ჯერ ჩილეს ეომნენ და მხოლოდ 3 ქულა დათმეს (22:25), ახლა კი, 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილე ურუგვაის გაუმართეს დიდი ბრძოლა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ. მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძელთა მონდომებამ შედეგი გამოიღო, კიდევ ორი ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს და 3500 მაყურებლის სასიხარულოდ 16:3 დაწინაურდნენ.
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა იმძლავრეს და ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენეს და დაწინაურება მხოლოდ 49-ე წუთზე, ჯარიმის გატანის შემდეგ მოახერხეს. მასპინძლები დანებებას არ აპირებდნენ და ჯერ ჯარიმით დაიბრუნეს ლიდერობა, მერე უპირატესობა ლელო-გარდასახვით გაზარდეს. ამას ურუგვაის 4-წუთიანი აფეთქება მოყვა და ორმა ლელომ ისინი კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა 69-ე წუთზე ჯარიმა მიიღეს და 28:29 ჩამორჩნენ. ურუგვაიმ საქმეში კვლავ მორკინალები ჩართო, გამოცდილებამაც თავისი გაიტანა და 74-ე წუთზე გატანილმა ლელომ “ტეროსს” მძიმე გამარჯვება მოუტანა - 33:29.
ტურნირის მეორე მატჩში არგენტინის მეორე გუნდმა ჩილეს შანსი არ დაუტოვა და 52:15 სძლია, აშშ-სა და კანადის ნაკრებების პერიპეტიებს კი, რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

2016 წლის ამერიკის ექვსი ერი
ბრაზილია - ურუგვაი 29:33
არგენტინა XV - ჩილე 52:15

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:13 | 15.02.2016
lukaferrari (24)

საინტერესო შედეგებია. ურუგვაი, ბრაზილია, და ჩილე საგრძნობლად გაიზრდებიან ამ ტურნირზე.

14:03 | 15.02.2016
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად არ ველოდი ეგეთ შედეგს

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.089625
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X