დღეს დილიდან ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც რაგბის ქართველი ქომაგი ბოლო წუთამდე ელოდა და იმედსაც ინარჩუნებდა. საუბარია 2019 წლის მსოფლიო თასისთვის საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მამუკა გორგოძის დაბრუნებაზე, რაც უდიდესი საქმე იქნება.
გორგოძის “ბორჯღალოსნებში” ისევ გამოჩენის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსთან” მატჩში ნაკრების წამყვანი მეორახაზელი გიორგი ცუცქირიძე დაშავდა.
ამან, ფრანგულ “ტულონთან” და თავად მამუკასთან მოლაპარაკებები კიდევ უფრო დააჩქარა და როგორც სჩანს, შედეგიც გამოიღო. ლეგენდარული “გორგოძილა”, რომელმაც ბოლოს “ბორჯღალოსანთა” მაისურით 2017 წელს რუმინეთთან ითამაშა, სულ კი ზურგს 71 კეპი უმაგრებს, ნაკრებს მსოფლიო თასის მატჩებში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ტოპ 14-ის პირველივე ტურში “აჟენთან” წყვილი ლელო დადო და დაადასტურა, რომ 35 წლის ასაკშიც ჩინებულ ფორმაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მამუკა ტულონელთა მაისურით ხვალ “ბორდოს” გაეჯიბრება, 7 სექტემბერს კი – “ლიონს” და ნაკრების შეკრებაზე სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაა, ნეტავ მართალი აღმოჩნდეს (და რადგანაც ინტენსიური მითქმა-მოთქმაა, ეტყობა სიმართლეა).
გახსოვთ ალბათ იბრაგიმოვიჩი რომ აპირებდა ნაკრებში დაბრუნებას და მსოფლიოზე თამაშს. უმრავლესობამ არ მოუწონა ეს ნაბიჯი სამშობლოში - გუნდმა შესარჩევი უმისოდ გაიარა, მის გარეშე თამაშს მიეჩვია (საკმაოდ კარგადაც) და არც სპორტული, არც ფსიქოლოგიური და არც მორალური კუთხით გამართლებულად არ ჩათვალეს.
აქ სულ სხვა ამბავია - ეს საგზურიც წინა მსოფლიო თასზე მოვიპოვეთ მამუკას კაპიტნობით, წასვლის მერე მისი დანაკლისი ძალუმად იგრძნობა და რაც მთავარია, ფორმაშია.
ძალიან გამიხარდა ... უმაგრესი სპორტსმენი და ადამიანია ... ცუცქირიძის გამო კი ძალიან ვწუხვარ,ვფიქრობ ძალიან დააკლდება ნაკრებს ...
ყოჩაღ კარგია
ადრე მეგობრებთან ვთქვი, რომ თუ ტრავმა არ ექნებოდა და კარგ ფორმაში იქნებოდა, მამუკა გაითვალისწინებდა ქართველი გულშემატკივრის თხოვნას და მილტონ ჰეიგს უარს არ ეტყოდა ნაკრებში დაბრუნებაზე. მილტონმა ხომ ყველაზე უკეთ იცის, რომ მამუკა ძაან გვჭირდებოდა ამ მსოფლიო თასზე. მჯეროდა, რომ ეს ნამდვილი ქართველი, ვაჟკაცი ადამიანი არ გააწბილებდა ქართველ გულშემატკივარს. იტალიასთან და უელსთან რომ გვყოლოდა მამუკა, შეიძლება ორივე თამაში მოგვეგო. გაიხარე მამუკა ქართველი გულშემატკივრის გახარებისათვის! გფარავდეთ უფალი შენ და შენს ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს! ფარავდეს უფალი სრულიად საქართველოს! მეგობრებო სულ კარგი ამბები მოგველოცოს ერთმანეთისათვის!
უდიდესი საქმეა გორგოძილ!
მამუკა თავდადების მაგალითია, მის გვერდით დარწმუნებული ვარ ბიჭებიც მეტი იმედიანათ ითამაშებენ.
დღეს მეორედ დავიბადე! მადლობა მამუკა! რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა გორგოდზილას მადლობა მადლობააა ..და ამ მადლობით კიდევ ვერ გამოვხატავ იმ ემოციას და მადლიერებას რაც მის მიმართ მაქვს
მეც გავიგე გუშინ და ჭორი მეგონა და ეხლა უკვე თითქმის გადაწყვეტილია ! მაგარიააა !!!!!!
ძალიან გამიხარდა წინა მსოფლიოს მერე მამუკა გამარჯვებული დაემშვიდობა ნაკრებს და ძნელია დაბრუნება მითუმეტეს როცა წელს ფიჯი გვყავს მეტოქედ და მეტი შანსია დავმარცხდეთ, მაგრამ როცა ბრძოლას თავს არიდებ უკვე დამარცხებული ხარ ხოლო ბრძოლაში რომც დაეცე მაინც გმირი და გამარჯვებული ხარ, ხოდა მამუკა ყოველთვის ასეთ გმირად მიმაჩნდა ოღონდ იმ განსხვავებით რომ კი არ დაეცემა პირიქით მეტოქეს დასცემს სხვა გმირ ბიჭებთან ერთად
მე პირადად რაგბის რაც თვალს ვადევნებ (ერთი 17 წელია), არასდროს არ გამიგია რამე ინფორმაცია, რაც არ გამართლებულიყოს. აქედან გამომდიანრე, არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ჭორია. რატომ ბრუნდება იცით, მე გეტყვით, იმიტომ რომ უყვარს თავისი თანაგუნდელები, თავისი ქვეყანა და კიდევ უნდა (იმიტომ რომ ჩანს, ფორმაშია, რაზეც ერთ თამაშში ორი გატანილი ლელოც მეტყველებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრინციპული ადამიანია და გადაწზვეტილებას არ შეცვლიდა) გამოადგეს მას, ერთი სიტყვით ნამდვილი მებრძოლი და პატრიოტია. მე პირადად მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც ღრამდ სჯერა რომ ფორმაშია და შეუძლია გამოადგეს გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ გააკეთებდა მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლება ამის ძალიან დიდი სურვილი ჰქონოდა და ვის არ აქვს მსოფლიო თასზე თამაშის სურვილი. გორგოძე გუნდის ძრავია, მოტივაციაა, გამწევი ძალაა, მარტო ამიტომაა სასარგებლო, ფიზიკურ და სათამაშო მონაცემებს რომ თავი გავანებოთ
ცუცქირიძის ტრამვის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ მამუკა დაგვიბრუნდებოდა, მადლობთ გოგორგოძილა ! ! !
ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო... ტყუილად არაა ნათქვამი დაბრუნდეს და მერე დაწერეთ რა..