საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ იაპონურ “სანვულვსთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით გააგრძელა და მომავალ სეზონსაც სუპერრაგბში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის “ბორჯღალოსანი” იაპონურ კლუბს გასულ სეზონში შეუერთდა და პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც სუპერრაგბში ითამაშა.
ბრეგვაძე საქართველოში თბილისის “ყოჩების” ღირსებას იცავდა, შემდეგ კი, ფრანგულ “ტულუზაში”, ინგლისურ “ვუსტერსა” და რუსულ “კრასნი იარშიც” უთამაშია.
საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში მას 2 ლელო აქვს დადებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარე ჯაბა ! ! !
წარმატებები ჯაბა