სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
უცხოური

15:45 | 8.10.2018 | ნანახია 1598 - ჯერ

ზელანდიელთა რევანში და ავსტრალიური “შემოტრიალება”

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ცოტა დააკლდა, რათა ბოლო 1 თვის განმავლობაში, პლანეტის უძლიერეს გუნდად მიჩნეული “ოლ ბლექსი” მეორედ დაემარცხებინა.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს “ქურციკებმა” ახალი ზელანდიის ნაკრებს ველინგთონში 36:34 სძლიეს, ამჯერად კი, “შავები” პრეტორიაში მიიღეს და 30:32 წააგეს.
საინტერესოა, რომ “ლოფტუს ვერსფილდ სთედიუმზე” გამართული შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე, აფრიკელები 30:18-ს იგებდნენ, თუმცა, დარჩენილ დროში სკოტ ბარეტისა და არდი სავეას ლელოები მიიღეს, რიჩი მო’უნგამ კი ორივე გარდასახვა შეაგდო და სტუმრებს რევანში ააღებინა.
ამგვარად, ახალი ზელანდიის ნაკრმა რაგბი ჩემპიონშიპის 2018 წლის გათამაშებაში 6-დან 5 მატჩი მოიგო და ასპარეზობა 25 ქულით დაასრულა, სამხრეთ აფრიკა კი 15 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა.

არანაკლებ დრამატული შეხვედრა შედგა სალტაში, სადაც არგენტინა ავსტრალიას დაუხვდა და ფაქტობრივად მოგებული თამაში დათმო – 34:45.
“ესტადიო პადრე ერნესტო მარტეარენაზე” გამართული მატჩის პირველი ტაიმი სრულად მასპინძლების იყო. “პუმებმა” “ვოლაბები” 4-ჯერ დაალელოვეს, თავად კი მხოლოდ 1 ლელო მიიღეს და შესვენებაზე 24-ქულიანი უპირატესობით (31:7) გავიდნენ.
მე-2 ნახევარში მინდორზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. არგენტინელებმა მონაგარს მხოლოდ 1 ჯარიმა შემატეს, ავსტრალიელები კი ბურთის დამიწება 5-ჯერ შესძლეს (დუბლი დეინ ჰეილეტ-პეტიმ).
ამასთან ერთად, ბერნარდ ფოლიმაც უშეცდომოდ ურტყა (ჯარიმა და ექვსივე გარდასახვა გაიტანა) და გამარჯვება “ვოლაბებს” დარჩათ.

ამ წარმატების წყალობით, ავსტრალიის ნაკრებმა თავი 9 ქულას მოუყარეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია, არგენტინა კი 8 ქულით მე-4 ადგილზე აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად, სწორედ “პუმების” ერთ-ერთი ლიდერი გახდა ტურნირის საუკეთესო მექულე. ეს პატივი ნიკოლას სანჩესს ერგო, რომელმაც 67 ქულა (4 ლელო, 16 გარდასახვა, 4 ჯარიმა და არეკნი) მოაგროვა.
სანჩესმა უკან ზელანდიელი ბიოდენ ბარეტი (61 ქულა – 5 ლელო, 15 გარდასახვა, 2 ჯარიმა), აფრიკელები ანდრე პოლარდი (47 ქულა – 13 გარდასახვა, 7 ჯარიმა) და აფივე დიანტი (25 ქულა – 5 ლელო) და ზელანდიელები რიეკო იოანე (25 ქულა – 5 ლელო) და რიჩი მო’უნგა (24 ქულა – 9 გარდასახვა, 2 ჯარიმა) მოიტოვა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:56 | 08.10.2018
geogoli (367)

კარგა ხანია ამდენი ძალისხმევა არ დაჭირვებია ზელანდიას საჩემპიონოდ. არგენტინა უკვე რიგითი მონაწილე აღარ არის, 2 მოგება მშვენიერი შედეგია თან კინაღამ დატოვა ავსტრალია ბოლოზე. ავსტრალიისთვის შესაძლოა ჯობდა ბოლო ადგილი, იქნება მწვრთნელი მაინც შეეცვალათ

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.092407
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X