სუპერ რაგბის ბოლო ტურში ჯაბა ბრეგვაძის "სანვულვზი" "რედსთან" ვერაფერს გახდა 27:48 დამარცხდა. თუმცა, ქართველი ლეგიონერი ლელოთი გამოირჩა. ბრეგვაძე მოედანზე 34-ე წუთიდან გამოჩნდა და 75-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა ბურთი.
საგულისხმოა, რომ ეს პირველი ქართული ლელოა სუპერ რაგბის ისტორიაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგ 1 და სხვა მრავალი
ჩათვლის მოედანი არა ზაჩოტკა კიდევ, ლელო ქვია მაგ ადგილს, ლელო.
ზაფხულის კოშმარული ტესტებისა და რაგბის კავშირის თავხედური დონის უპასუხისმგებლობის ფონზე რაღაც ძალიან დიდი ნიჰილიზმი შემეყარა რაგბის მიმართ და დიდად გულს ვეღარ ვუდებ ამ განყოფილებას.
გილოცავ ჯაბა, გაიხარე ! ! !
2 კვირის წინაც მაგრად წაიპასავა ჯაბამ და სალელოვე პასი გააკეთა, მაგრამ მე მგონი აქ არ დაფიქსირებულა. წარმატებები ბრეგვაძეს. გვიმრავლოს ქართული ლელოები
კაია! პირველი ქართული ლელო სუპერ რაგბში! გარღვევით სტილში ჯაბას ასეთი ლელო არ მახსენდება, კარგია რომ ეს სუპერ რაგბში გააკეთა, ეს ერთი და სხვა მრავალი, რაგბი ჩვენი თამაშია!