სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ქართული

14:26 | 3.04.2018 | ნანახია 2708 - ჯერ

ქართველი "მზის მგლები" შაბათისთვის ემზადებიან

შაბათს, 7 აპრილს, დილის 09:15-ზე წლევანდელი სუპერ რაგბის მე-8 ტურის ერთი თითქოსდა რიგითი კალენდარული მატჩი დაიწყება, რომელიც რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის სულაც არაა რიგითი და ჩვეულებრივი. ტოკიოში, ზე-15-ის მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერი, ადგილობრივი "სანვულვზი" თავის ერთ-ერთ სტადიონზე, "ჩიჩიბუნომიაზე" უმასპინძლებს 2014 წლის ჩემპიონს - ავსტრალიურ "ვორათაზს".

ცხადია, უკვე ყველამ იცის, თუ რატომაა ჩვენთვის ეს მატჩი განსაკუთრებით საინტერესო. იაპონური ფრენჩაიზის შემადგენლობაში სეზონის წინ საქართველოს ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ჩაირიცხა, ვისაც საკლუბო რაგბის უძლიერეს ტურნირში დებიუტიც ჰქონდა. შეხსენებისთვის: 24 თებერვალს ბრეგვაძე ავსტრალიურ "ბრამბიზთან" შეხვედრის 61-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, თუმცა თამაში ვერ ჩაამთავრა, რადგან ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ნატკენმა წვივმა ჯაბა თვეზე მეტი ხნით დატოვა თამაშგარე, თუმცა, ბორჯღალოსანი კვაჭი ახლა უკვე ჯანმრთელადაა და ჩვენი ნიუსის თავში ნახსენები მატჩისთვის ემზადება.

ორმაგად სასიხარულოა, რომ "ვორათაზთან" სათამაშოდ ემზადება "მზის მგლების" მეორე ქართველი - ახალწვეული ნიკოლოზ ხატიაშვილიც. იმედია, ორივე ბორჯღალოსანს ვიხილავთ შაბათის მატჩში, თუმცა ეს "სანვულვზისა" და იაპონიის ნაკრების დამრიგებლის, ჯეიმი ჯოზეფის გადასაწყვეტია...

აქვე გთავაზობთ "სანვულვზის" წვრთნის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელშიც ჯაბაცაა აღბეჭდილი და ნიკაც.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:06 | 04.04.2018
ogafa (407)

წარმატებები

02:25 | 04.04.2018
თორღვა პანკელი (387)

წარმატებები!

01:00 | 04.04.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.082738
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X