ლეგიონერები

1:00 | 25.01.2018 | ნანახია 2117 - ჯერ

“კრასნი იარი” წლის საუკეთესო მორაგბეს ასახელებს, მხარი დაუჭირეთ გიორგი ფრუიძეს!

რუსულმა “კრასნი იარმა” სეზონი დაასრულა და 2017 წლის საუკეთესო მორაგბეს ასახელებს. კრასნოიარსკულმა კლუბმა აღნიშნულ ნომინაციაზე შვიდი მოთამაშე წარადგინა, რომელთათვის ხმის მიცემა გულშემატკივრებს ციმბირელთა ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ.

ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულო ისაა, რომ ზემოხსენებულ ნომინაციაზე წარდგენილია “ბორჯღალოსანი” უკანახაზელი გიორგი ფრუიძე, რომელიც თბილისში, “ლონდონ აირიშთან” წაგებულ (17:24) ჩელენჯ ქაფის მატჩზე, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გულშემატკივრებს ხმის მიცემა 10 თებერვლამდე შეეძლებათ.

გულშემატკივრების გარდა, სეზონის გამორჩეულ მოთამაშეებს ექსპერტები, მწვრთნელები და “კრასნი იარის” ვეტერანი მოთამაშეები გამოავლენენ. ქომაგების მიერ საუკეთესოდ აღირებული მოთამაშე 10 ქულას მიიღებს, მე-2 ადგილოსანი 5 ქულას, ხოლო მე-3 პოზიციაზე მყოფი – 3 ქულას. რაც შეეხება ექსპერტების, მწვრთნელების და ვეტერანების რჩეულებს, პირველ ადგილზე გასული 3 ქულას დაიწერს, მეორეზე – 2 ქულას, ხოლო მესამე ადგილზე დასახელებული – 1 ქულას გამორჩება.

გიორგი ფრუიძისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:03 | 26.01.2018
qomagi (248)

საინტერესოა ამ 7 მოთამაშეში მალაღურაძე რატომ ვერ მოხვდა. ბევრი ჰყავთ მასზე უკეთესი, თუ 2 ქართველი საუკეთესოს ნომინაციაზე რუსეთში ტეხავდა?

0.110883