7-კაცა

15:54 | 3.07.2017 | ნანახია 2902 - ჯერ

7-კაცა: სტაბილურად მერვე

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე ეტაპიც მე-8 ადგილზე დაასრულა. მოსკოვისა და ლოძის მსგავსად, მეტის მიღწევა კლერმონშიც შეიძლებოდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.

პალიკო ჯიმშელაძის გუნდს ჰონკონგის საგზურის მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება მართებდა და ექვსივე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ხუთ შემთხვევაში ერთი გარდასახული ლელოს (და ნაკლები) ფარგლებში დამარცხდა.

პირველი მატჩი გერმანიასთან გვქონდა და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ანგარიში 0:12 იყო, როდესაც ლევან გოგოლაშვილმა ფინტებით მცველები მარცხენა ფლანგზე შემოიკრიბა, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და ბექა ურჯუკაშვილის ლელო მამუკა ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. ბოლო წუთზე ფლანგზე აკაკი ტაბუცაძე გაიქცა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ნინიძემ გარდასახა და 14:12 ვიმარჯვეთ.

ესპანეთმა ერთადერთი ლელო პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე მიითვალა და მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა - 0:7. უქულო გამოდგა პირველი ტაიმი პორტუგალიასთან, შესვენების შემდეგ კი სისწრაფეს მოვუმატეთ და ლაშა ხმალაძემ ბურთი ძელებსშუა დაამიწა - 7:0. პორტუგალიამ ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ გასატანი გარდასახვა გაუცუდდა და თამაში 7:5 უნდა მოგვეგო, თუმცა გაწითლებულ დროზე ჩვენს 22-ში ჩვენივე დერეფანი წავაგეთ, ლელო-გარდასახვა მივიღეთ პლეი ოფში მესამე ადგილით გავედით (7:12).

მეოთხედფინალში კვლავ ესპანეთი გვერგო და ისევე, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ლელო პირველი ტაიმის ბოლოს მივიღეთ. თამაში რომ განახლდა ჩვენივე შეყვანილი ბურთი მოვიგეთ და იოსებ მათიაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით დაგვაწინაურა. მეორე ტაიმის შუაში შეცდომების სერიას ხმალაძის სინბინი მოყვა, ესპანეთმა მეტობა გამოიყენა და 10:7 იმარჯვა.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში მასპინძელი საფრანგეთი ორი ლელოთი დაწინაურდა, ზედ შესვენების წინ ბიძინა სამხარაძემ სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და ლელოში ხმალაძე შეუშვა, ბაბუნაშვილმა გარდასახა. მეორე ტაიმში მეტოქე ცენტრში შევავიწროვეთ, ბურთი მოვიპოვეთ, მიხეილ გაჩეჩილაძემ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ბაბუნაშვილმა წინ გაგვიყვანა - 14:12. ფრანგებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს, სულ ბოლოს სალელოვედ შევუტიეთ და მიზნამდე სულ ცოტა რჩებოდა, მაგრამ შებოჭილმა ტაბუცაძემ ბურთი ვეღარ ამოაგდო.

მე-7 ადგილისთვის ბელგიას შევხვდით და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, მეტოქემ 22:19 იმარჯვა და წინა ორი ტურნირის მსგავსად მე-8-ზე დავრჩით.

ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი ინგლისში, ექსეთერში 15-16 ივლისს გაიმართება.

მესამე, კლერმონის (საფრანგეთი) ეტაპზე ითამაშეს: იოსებ მათიაშვილი (აკადემია), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ზურაბ ძნელაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), მირიან მოდებაძე (აია), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (ჯიქი),ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:46 | 05.07.2017
qomagi (248)

შვიდკაცას მიხედეთ, მარტო დაპირებები ამოვიდა ყელში. ან კიდევ როდის გვაღირსებთ ქართულ კლუბს ევროთასებზე? გამოიღვიძე რაგბის ფედერაციავ!!!

19:39 | 04.07.2017
პანტელეიმონი (1218)

????????????????????????????????????????????

16:30 | 04.07.2017
krasni (587)

შვიდკაცა არის სტაბილურად მძიმე სიტუაციაში. სამ ტურნირზე, სამივეჯერ მერვე ვართ. სამწუხაროდ ეს შედეგი, როგორც ჯერჯერობით ეტყობა, მარტო გულშემატკივრებს არ მოსწონთ.

21:55 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (8)

მაგრად მწყინს როცა საჯიშე ქართველები მიდიან საქართველოდან. ეს აშშ წავიდა და იქ დაფუძნდა. ლაბაძე, ზედგენიძე, ზირაქიშვილი და ბევრი სხვა მორაგბე კარგა ხანშია საფრანგეთში ცხოვრობენ და იქაური მოქალაქეობა მიიღეს. სპორტის სხვა სახეობებშიც მასეა. მარტო სპორტსმენები არ რჩებიან, ბევრი მეცნიერი, ექიმი, მომღერალი, ხელოსანი... სამუდამოდაა წასული საქართველოდან ევროპაში, აშშ, ავსტრალიაში, თურქეთში, რუსეთში... ისინი და მისი შვილები სამუდამოდ დაკარგულია საქართველოსათვის. მარტო სპორტში - ჯიქიამ რუსეთის ნაკრები არჩია საქართველოს ნაკრებს (ფეხბურთი), ასეთები კიდევ ბევრია, მე მხედველობაში არ მყავს იქ დაბადებულებზე, რომლებსაც დედა არა ქართველი ყავს, არამედ აქედან წასული ქართველები მყავს მხედველობაში. ბევრი მერე რუსეთის პოლიტიკას ამართლებენ და რუსეთზე ჭკუა ეკეტებათ (ვინც რუსეთშია - პოლიტიკოსი, მომღერალი, სპორტსმენი, ბიზნესმენი...). ნახეთ რაგბში რაფავას შვილი ელოდება მიიღებენ თუ არა ინგლისის ნაკრებში, თუ არა მერე იფიქრებს საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ბევრია ასეთი. მე მათ არ ვამტყუნებ, მე მწარე სიმართლეს ვამბობ. გული მტკივა, გასკდომაზეა როცა ვფიქრობ რა მოყვება ამას - ერის განადგურება და ჩვენი გენის დაღუპვა. ტირილი მინდება. შობადობა ძლიერ დაეცა. ვინცაა ისინიც გაქცევისკენაა მიმართული. ჩვენ კი სომხები არა ვართ, საუკუნეების მერეც, რა ერზეც არ იყოს დაქორწინებული მაინც მათი შთამომავლობა სომხებად რჩებიან, ქართველი კი რამდენიმე წელიდაში (ყველა არა, მაგრამ დიდი უმრავლესობა კი) კარგავს ქართველობას.

21:56 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (8)

stripslashes((strlen('http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula')>0?'http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula':'http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula'))

21:56 | 03.07.2017
პატრიოტი ქართველი (8)

ამაზე ვამბობstripslashes((strlen('http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula')>0?' http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula':' http://rugby.worldsport.ge/ge/page/6471_moulodneloba-ajenshi-gagi-bazadzem-kariera-daasrula'))

17:20 | 03.07.2017
ilarioni (138)

ეს სტაბილურად მერვე, რას ნიშნავს ძალიან დიდი ძალა დაგვადგა ექვსიდან ერთი თამაში რომ მოგვეგო და მერვე გავმხდარიყავით ხომ. უფრო უკეთესი იქნებოდა სათაური "საქართველოს ნაკრები ტრადიციულად ისევ აგებს" ან რამე მსგავსი. ხალხო შვიდკაცას ჭირდება სირბილი, სირბილი და სირბილი თუ არ გვყავს მორბენლები გამოაცხადეთ კასტინგი შეარჩიეთ სწრაფები, ვისაც რაგბის თუნდაც არაფერი გაეგებოდეს და იმ მინიმუმ უნარ-ჩვევებს ხელათ აითვისებენ, ბუნებრივია დაფინანსება უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს ოლიმპიური სახეობაა.

17:13 | 03.07.2017
davit-tg (12)

თქვი რა წავაგეთ თქვა რად უნდა ამდენი უაზრო ღეჭვა.ყველაფერი მარტივია,7 კაცაში არაა შერკინება იქ ხელით ბურთაობა და სისწრაფეა,დანარჩენს მიხვდები მიმხვედრი,,,,,,ეს კიდე რაღაცეებს თხზავს აქ.ნინიას ბაღია

16:45 | 03.07.2017
temuchin (431)

რატომ გასდევს ამ სტატიას თავის მართლების ტონი? ფეხბურთისგან ხომ არაფერი გადმოგედოთ? იღბალი არა კიდევ კვახი. არ გინდათ ასეთი მიდგომა, ნამდვილად ვერ მოგიმრავლებთ გულშემატკივარს.

0.082398