სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სხვა

14:09 | 15.09.2016 | ნანახია 1663 - ჯერ

მალაღურაძის 4 ქულა და „კრასნი იარის“ -9 [+ვიდეო]

ლაშა მალაღურაძის, ვალერი ცნობილაძისა და მიხეილ წიკლაურის „კრასნი იარმა“, რუსეთის პრემიერლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად, მონინოში გამართა და „ვვა-პოდმოსკოვიესთან“ 14:23 დამარცხდა.

ქვეყნის ჩემპიონი ამ თამაშს მოუმზადებელი შეხვდა, მასპინძელთა ტემპთან და წნეხთან გამკლავება გაუჭირდა და პირველ ტაიმში 13 ქულით ჩამორჩა. „ვვა-პოდმოსკოვიემ“ საწყის ნახევარ საათში ორი ლელო დადო - პირველ ჯერზე არტემიევს 22-თან დაუფარეს, ხოლო მეორე შემთხვევაში მალაღურაძე ჩაჭრაზე ბურთს ვერ მიწვდა და ის ვერავინ დააზღვია. ორივე გარდასახვის გარდა, იანუშკინმა ორი ჯარიმაც გაიტანა და ერთი გაუცუდდა.

შესვენებამდე, 23-ე წუთზე „კრასნი იარმა“ ერთი საპასუხო ლელო დადო, მეტოქის 22-ში შეტევა მარცხნიდან მარჯვნივ გაშალა და მალაღურაძის პასის შემდეგ არტემიევმა ხაზი გაჭრა, ხოლო ლაშამ გარდასახა. მეორე ტაიმში თითქმის 20 წუთი გუნდებმა უქულოდ ითამაშეს, ციმბირელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ლელოს სიახლოვეს ცდებოდნენ. ერთხელ მალაღურაძეს კარის წინ 45 მეტრიდან ჯარიმაც გაუცუდდა, ხოლო მეტოქემ ჯარიმით ანგარიში 23:7 გახადა. მატჩის მიწურულს სტუმრებმა მეტოქეს ლელოდან 7 მეტრში საკუთარი დერეფანი წააგეს და გაუმართლათ სანაცვლოდ შერკინება რომ მიიღეს. ამ დროს პირველ ხაზში ორი ქართველი იდგა - ცნობილაძე და წიკლაური, „ვვა-პოდმოსკოვიე“ ვერ დადგა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო მალაღურაძემ გარდასახა - 23:14.

ამრიგად, რუსეთის მოქმედ ჩემპიონს 19 სექტემბერს, განმეორებით მატჩში, მეტოქე 10 და მეტი ქულის სხვაობით ყავს დასამარცხებელი, რათა ტიტულის შესანარჩუნებლად ფინალში „ენისეისთან“ თამაშის უფლება მოიპოვოს, რომელმაც პირველ შეხვედრაში „ყუბანი“ სტუმრად 62:25 დაამარცხა და განმეორებით მატჩს აზრი დაუკარგა.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:14 | 15.09.2016
მებრძოლი ლაზი (124)

4 ქულა კიარა 9 ქულაა მალაღურაძეზე

00:12 | 16.09.2016
federer (17) (469)

პასს გულისხმობ ალბათ 4 ქულასთან ერთად

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.085934
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X